თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრემა ილია დარჩიაშვილმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.
მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს თანამშრომლობის წარმატებულ რეგიონალურ ფორმატებზე საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით და ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობაზე.
ასევე აღინიშნა სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობა რეგიონის მყარი განვითარებისთვის.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში 1,5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.