თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს – ამ პოსტზე დაინიშნა პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
აქამდე კუპატაძეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე ჩაანაცვლა.