თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მუნიციპალიტეტებს ზამთრის სეზონზე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო 5 ერთეული ახალი ტექნიკა გადაეცა. იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აჭარის ავტოპარკს ახალი სპეცტექნიკა შეემატა
© Roads Department of Georgia
ახალი მანქანების შესაძენად გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ახალი ტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვება.
აჭარის ავტოპარკს ახალი სპეცტექნიკა შეემატა
© Roads Department of Georgia
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მუნიციპალიტეტების მერებთან და აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მამუკა თურმანიძესთან ერთად გაეცნო ახალი ტექნიკის მუშაობას, რომელიც მეწყრული პროცესების შედეგების ლიკვიდაციისთვისაც გამოიყენება.
აჭარის ავტოპარკს ახალი სპეცტექნიკა შეემატა
© Roads Department of Georgia
უწყების ინფორმაციით, დღეისათვის აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებს გზების დეპარტამენტის 80 ერთეული სპეცტექნიკა ასრულებს.
გარდა ამისა, წელს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დამატებით 5 ახალი მანქანის შეძენაა დაგეგმილი.