სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები

სიმინდის ულვაში კარგი საშუალებაა წონაში დაკლების მსურველებისთვის – ხელს უწყობს გახდომას, აკარგვინებს მადას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
Sputnik
სიმინდი (Zea mays) მარცვლოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აგებულების მიხედვით იყოფა ცხრა ჯგუფად: ბუშტარა, რბილი, კბილა, ნახევარკბილა, კაჟა, ტკბილი, რბილ-ტკბილი, ცვილა, კილიანი სიმინდი. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა.
სიმინდის კულტივაცია და ჰიბრიდიზაცია, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჯერ კიდევ 12 ათასი წლის წინ დაიწყო.
სიმინდს მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმერთებდნენ. ეს პირველ რიგში ინკებს ეხება – ძველ ინდიელთა ტომს, რომლებიც სიმინდს სიწმინდედ მიიჩნევდნენ. ქრისტეფორე კოლუმბი დააინტერესა ამ იდუმალმა კულტურამ და ის ევროპაში ჩამოიტანა. დღეს სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარცვლეული კულტურაა. მას აქტიურად იყენებენ როგორც საკვებად – ადამიანებისთვის, ფრინველებისა და საქონლისთვის, ასევე კოსმეტიკაში და როგორც საწვავის ნედლეულს.
სიმინდის კალორიულობა და შემადგენლობა
სიმინდის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 338,4 კკალორია. კვებითი ღირებულება: ცილები - 10,3 გრამი, ცხიმები - 4,9 გრამი, ნახშირწყლები - 67,5 გრამი.
ლობიო – ერთ-ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები
სიმინდის სასარგებლო თვისებებს, პირველ რიგში, მისი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა განაპირობებს. სიმინდის შემადგენლობაშია: ვიტამინები: В-ჯგუფის, Е, Н (ბიოტინი). ელემენტები - კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, იოდი და სხვ. სიმინდი ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით ოქროს, რომელიც ჰორმონალურ პროცესებში მონაწილეობს, ასევე დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
სიმინდის სასარგებლო თვისებები
სიმინდის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. სიმინდი დადებითად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე, ებრძვის შეკრულობას. ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები შესამჩნევ უკეთესობას გრძნობენ სიმინდის რეგულარულად მიღების დროს, რომელსაც ნაღველმდენი ეფექტი აქვს.

მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით სიმინდი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ, დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ის აუმჯობესებს მხედველობას, ანელებს უჯრედების დაბერებას და ხელს უწყობს ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას ზოგადად.
ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ>>

სიმინდი სხვა მარცვლეულის შესანიშნავი ალტერნატივაა. მისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, რომლებიც არა მარტო მდიდარი იქნება ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, არამედ ძალიან გემრიელიც.
სიმინდის მიღება შეუძლიათ ორსულებსა და მეძუძურ დედებსაც. ასევე ის ძალზე სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისთვის. მასში შემავალი კომპონენტები ხელს შეუწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და აქტიურობას. როგორც წესი, ბავშვებს სიმინდი ძალიან უყვართ. სიმინდის მიცემა ბავშვებისთვის რეკომენდებულია 3-4 წლიდან.

ცოტამ თუ იცის, რომ ჭყინტი სიმინდი ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების იოლად დაშლას. მისი ნახარში ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლას, ხოლო თუ მას ყოველდღე, რეგულარულად მიიღებთ 1 ჭიქის ოდენობით, მოიწესრიგებთ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ყურძენი და მისი სასარგებლო თვისებები
სიმინდში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების გაძლიერებას, ამსუბუქებს პოდაგრისა და ნეფრიტების დროს შეტევებს.
განსაკუთრებით გამოირჩევა ადამიანის ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მხრივ სიმინდის ულვაში. ის გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება. ის ასევე რეკომენდებულია უროლოგიური დაავადებების, შეშუპების, ნეფრიტის, თირკმელებში კენჭების დროს.

სიმინდის ულვაშზე დამზადებული სამკურნალო პრეპარატები ხელს უწყობს ნაღველის სეკრეციის გაზრდას, მოქმედებს სისხლზე – აჩქარებს მის შედედებას, ზრდის პროთრომბინის რაოდენობას. კარგად მოქმედებს პროსტატიტით დაავადებულებზე. ასევე ეს პრეპარატები ინიშნება გლაუკომის მკურნალობისას.

სიმინდის ულვაშზე დამზადებული პრეპარატები კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მისი ნაყენი და ნახარში უნდა მიიღონ ხანდაზმულებმა. ის კარგი საშუალებაა წონაში დაკლების მსურველებისთვის – ეხმარება გახდომას, აკარგვინებს მადას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>
სიმინდის ულვაშის ნახარშსა და ჩაის უნიშნავენ სახსრების დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს. მისი რეგულარული მიღებისას ორგანიზმში ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად მცირდება.

ნახარში და ნაყენი ამცირებს ნერვოზულობას, აგვარებს ძილის პრობლემებს.
სიმინდის ნახარში რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენა აქვთ. ის ამცირებს ამ პროცესს და თან ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას.
სიმინდის მიღება არ არის რეკომენდებული:
სიმინდმა შეიძლება ავნოს ორგანიზმს თრომბოზის, სისხლის მაღალი შედედების, თრომბოფლებიტის დროს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას.
სიმინდის სამკურნალო მიზნით გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.