მსოფლიო დღეს

რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამუშავდება: კომენტარი გერმანიიდან

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ის არასდროს ამუშავდება, განაცხადა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ვაილმა.
მისი თქმით, რუსეთიდან გერმანიაში გაზი ამ მილსადენით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ეპოქის დამთავრების შემდეგაც კი აღარ შევა.

„ნდობის დაკარგვა იმდენად ფუნდამენტალურია, რომ გერმანიის ფედერალური ხელისუფლება აღარასდროს იქნება რუსული გაზის იმედად. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამუშავდება“, − განაცხადა მან სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა მისი გაშვების პროცესზე, რაც, ტექნიკური ღონისძიებების გარდა, ასევე ითვალისწინებდა მარეგულირებლების, პირველ რიგში კი გერმანიის მთავრობისგან ნებართვების მიღებას. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა, როდესაც მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა გაზსადენის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის დირექტორ მატიას ვარნიგს.