მსოფლიო დღეს

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა გაასაჯაროეს

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები 16 სექტემბერს დაიწყო
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ტაჯიკეთთან კონფლიქტის შედეგად ყირგიზეთის მხრიდან დაღუპულთა რიცხვმა 46-ს მიაღწია, 140 ადამიანი დაშავდა, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„ბატკენის რეგიონიდან მიღებული ოპერატიული მონაცემებით, ბატკენის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა კიდევ 10 დაღუპულის ცხედარი მიიღეს. ბატკენის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 46 ადამიანს შეადგენს", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, დაშავებულია 140 ადამიანი, მათგან შვიდი ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადაყვანილი.
ვითარება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტაჯიკეთის მხრიდან დაიღუპა 35 და დაიჭრა 30 ადამიანი, ნათქვამია ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კონფლიქტის შესახებ

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები 16 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. სასტიკი ბრძოლები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე მთელი დღე გაგრძელდა.
ვითარება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ღამისკენ იქნა მიღწეული. შაბათს დილიდან პერიოდული შეტაკებები განახლდა. მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შეტაკებები შეწყდა მხოლოდ შაბათს, 17 სექტემბერს საღამოს.