ვახტანგ გომელაური: უკანონოდ არავინ არავის უსმენს

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას უსმენენ, ამიტომ ის ტელეფონს ტოვებს, როცა მნიშვნელოვან შეხვედრებზე მიდის
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ფარული საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტარდება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას. მისი თქმით, იგი გარკვეულწილად გააფართოებს მოსმენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იტოვებს ტელეფონს, როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, რადგან მას უსმენენ.
„რატომ არის კანონი საშიში? - უკანონოდ არავინ არავის უსმენს. არის განჩინების საფუძველზე (მოსმენა - რედ.). რა თქმა უნდა, თუ აღებული მაქვს მოსამართლის განჩინება, მოვუსმენ, აბა როგორ უნდა მოვუსმინო სხვებს?“, - განაცხადა გომელაურმა.
ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჯერ კიდევ 7 ივნისს მიიღებს, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა მათ ხელი არ მოაწერა და თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.
პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
ფარული მოსმენების შესახებ კანონი: კობახიძე პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს >>
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.
კანონის თავისებურებები
საქართველოში ფარული თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაყენება პროკურორს შეუძლია. ამ ვადის სამი თვით გაგრძელებისთვის საჭიროა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობა, ხოლო დამატებით კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს