თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მდინარე აჭყვა ნაპირებიდან გადმოვიდა და ქობულეთის ბაზრის ტერიტორია დატბორა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ტელეარხის ინფორმაციით, დაიტბორა ბაზრის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორია. დატბორვის გამო მოვაჭრეებმა ადგილები დატოვეს.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.