საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გსურთ? „ქართული ოცნება“ პლებისციტის ჩატარებას გეგმავს

მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შესთავაზა, ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა, რათა გაირკვეს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.
უკრაინელმა დეპუტატმა ფეოდორ ვენისლავსკიმ ქართული ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მისი თქმით, ახლა რუსეთი მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ სურვილს – საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ქვეყანა ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს არის ღია გზავნილი.
„ალბათ, ეს არის გზავნილი საზოგადოებისადმიც. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ჩვენ შეიძლება იმას გავყვეთ, რასაც ხალხი იტყვის. ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეთანხმება თუ ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ეს საქართველოს გადასაწყვეტია - თბილისში უკრაინის რადას დეპუტატს უპასუხეს>>>
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს