კომპანია „ვისოლის“ მეწილის ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ანი სოციალურ ქსელში აქტიურია და სხვადასხვა ქვეყნიდან ზღაპრულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
გასული წლის ნოემბერში ანი ფხაკაძემ დომინიკის რესპუბლიკაში, კურორტ პუნტა კანაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ანი იქ შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა. ერთ-ერთ ფოტოზე ანის ნიშნობის ბეჭედია, რომელსაც გულის ფორმა აქვს და, სავარაუდოდ, მისი ფასი 50.000 დოლარზე მეტია.
უმშვენიერესი გოგონა წლის განმავლობაში დიდ დროს უცხოეთში ატარებს. ის პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ფხაკაძე ძირითადად შეყვარებულთან ერთად მოგზაურობს და ფერადი, ლამაზი ფოტოებით ხელმომწერებსაც ანებივრებს. ანამ მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი — ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, Bentley University-ც დაამთავრდა და ბარსელონის უნივერსიტეტიც.
ლევან ფხაკაძის ქალიშვილის ცხოვრება მუდმივად საინტერესოა. რაც წამოიზარდა, პრესას დიდად აღარ სწყალობს. სხვათა შორის, ანის დედა თეა დარსაძე ასევე ცნობილია სილამაზით.