თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტი-2022-ზე А ჯგუფის მესამე შეხვედრა წააგო, ამჯერად ბულგარეთთან - 80:92.
ქართველმა კალათბურთელებმა აქტიურად დაიწყეს პირველი მეოთხედი, მათ თანდათან უპირატესობაც გაზარდეს (18:14), მაგრამ შემდგომში დაკარგეს ის და ბევრი შეცდომაც დაუშვეს.
მესამე მეოთხედის ბოლოს ბულგარეთის ნაკრებს უკვე ცხრაქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
ოთხშაბათს საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშებს. ილიას ზუროსის გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ გააჩნია - ეს მოხდება, თუ საქართველო მონტენეგროს მოუგებს, ხოლო ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს.
რაც შეეხება ჯგუფის სხვა შეხვედრებს, თურქეთმა ბელგია დაამარცხა - 78:63, ხოლო ესპანეთმა მონტენეგროს სძლია - 82:65.
А ჯგუფში პირველ ადგილებს იყოფენ ესპანეთი და თურქეთი, ხოლო საქართველო მეექვსე ადგილზეა.