განათლების სამინისტრო ქართული ენის კვლევისთვის გრანტებს გამოყოფს

კონკურსი ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სამეცნიერო კვლევებისთვის გრანტების კონკურსი, რომელიც ხელს უწყობს ქართული ენის დაცვასა და განვითარებას, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქართული ენის მკვლევრებთან ერთად სამეცნიერო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო პროექტები შემდეგი მიმართულებით წარმოადგინონ: ქართული ენა, ქართველური ენები, აფხაზური ენა, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება და ენობრივი ტექნოლოგიები.
პრემიერი: აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული >>
კონკურსი ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
მიხეილ ჩხენკელმა განათლების სამინისტროში მიმდინარე პროექტები სამუშაო შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად განიხილა. შეხვედრა ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობით ჩატარდა.
კულტურის სამინისტრომ ლიტერატურის აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნის კონკურსი გამოაცხადა >>
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გამოაცხადა.