ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ

ამ ნიშნების წარმომადგენელი ქალები ძალიან არიან დამოკიდებული რომანტიკულ ურთიერთობებზე, მათ მარტოობის ეშინიათ.
Sputnik
რა თქმა უნდა, სიყვარული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მისკენ სწრაფვაში ხანდახან ადამიანები უკიდურესობამდე მიდიან. ბევრი მზადაა რომანტიკული ურთიერთობები პირველივე შემხვედრ მამაკაცთან ჰქონდეს, ოღონდ მარტო არ დარჩეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელი ქალები დამოკიდებული არიან ურთიერთობებზე – როდესაც მამაკაცი გვერდით არ ჰყავთ, ისინი შესაძლოა დეპრესიაშიც ჩავარდნენ.
თევზები
წყლის ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს ეშინიათ მარტოობის – მათ პარტნიორი და დამცველი სჭირდებათ, ის, ვინც მათ ნაცვლად აიღებს საკუთარ თავზე პრობლემების გადაჭრას და ყოფით სირთულეებს. ყველაზე მეტად კომფორტულად თევზები მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც რჩეულის თბილი ფრთის ქვეშ არიან, გვერდით ჰყავთ საიმედო, ერთგული, მოსიყვარულე მამაკაცი.
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
თუ ქალ თევზებს ურთიერთობები არა აქვთ, ისინი თავს სუსტად, დაუცველად და მარტოსულად მიიჩნევენ.
ამ უსიამოვნო გრძნობისგან სწრაფად გათავისუფლებას ცდილობენ და ამიტომ შეხვედრა შეიძლება პირველივე მამაკაცთან დაიწყონ, რომელიც მოეწონებათ იმ იმედით, რომ ის „საოცნებო პრინცი“ აღმოჩნდება.
სასწორი
სასწორი ქალები ახალგაზრდობიდან გამოირჩევიან სილამაზითა და მომხიბვლელობით. მათ მიმართ მამაკაცების აღტაცებული მზერა არ წყდება, განებივრებული არიან მათი ყურადღებით. ეს ყველაფერი სასწორების თვითშეფასებას ზრდის და მათ თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
და როდესაც რაღაც მიზეზების გამო ქალი სასწორის ცხოვრებაში არ არის მუდმივი პარტნიორი, არც თაყვანისმცემელი, ის დეპრესიაში ვარდება.
ამ დროს ისინი კარგავენ ლამაზად ჩაცმის ინტერესს, აღარ უნდათ „გაპრანჭვა“, გარეთ გასვლა; ფიქრობენ, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მაინც არავინ აფასებს. და როდესაც ჰორიზონტზე ახალი კავალერი გამოჩნდება, ისინი მაშინვე უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას.
ტყუპი
ტყუპის ნიშნით დაბადებულ ქალებს ძალიან ხშირად უჭირთ გარკვევა, რა სურთ სინამდვილეში. ერთი მხრივ, ძალზე თავისუფლებისმოყვარული არიან და არ უნდათ, რომ ვინმეს მათზე რამე უფლება ჰქონდეს. მეორე მხრივ კი ჰაერივით სჭირდებათ მამაკაცის ყურადღება, აღმერთებენ ფლირტს, რომანტიკულ ავანტიურებს.
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება
შეიძლება ითქვას, რომ ქალ ტყუპს მამაკაცი იმისთვის სჭირდება, რომ თავი სასურველად იგრძნოს, დაიკმაყოფილოს ემოციების წყურვილი.
სერიოზული ურთიერთობები მათ ნაკლებად აინტერესებთ.