ოთხი პროდუქტი ტვინის მუშაობის დაჩქარებისა და ბიოველის განმტკიცებისთვის

ეს პროდუქტები ამაღლებს ენერგეტიკას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
Sputnik
იმისათვის, რომ სწრაფად გათავისუფლდეთ დაღლილობისგან და აზროვნების სისწრაფე და ენერგეტიკა აღიდგინოთ, სპეციალური პროდუქტები და სასმელები უნდა მიიღოთ.
თაფლი
ნატურალური თაფლი ენერგეტიკის თვალსაზრისით მძლავრი პროდუქტია. ის უმოკლეს დროში გვაძლევს სიმხნევესა და ენერგიას.
თაფლი – უნიკალური სამკურნალო საშუალება
შესაძლებელია ერთი კოვზი თაფლის მიღება დილით წყალთან ერთად. ეს დაგეხმარებათ, რომ მალე გამოფხიზლდეთ და ენერგიულად შეუდგეთ მუშაობას, ასევე არაფერი დაგავიწყდეთ სამსახურში წასვლის წინ. ასევე კარგია თაფლის მიღება, როდესაც მუშაობით გადაიღალეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს პროდუქტი მათთვის, ვისაც მუდმივად საჭესთან უწევს ყოფნა. ის ამაღლებს ყურადღებას, ზრდის გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეს, აუმჯობესებს რეაქციას. თაფლს სპორტსმენებიც დიდად აფასებენ.
ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები>>
ლიმონიანი წყალი
წყალი ისედაც სიცოცხლის წყაროა და ადამიანების ენერგეტიკაზე საოცრად მოქმედებს. ასევეა ლიმონიც. მათი მოქმედება სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობიან. წყალი ასუფთავებს ჩაკრებს, ამტკიცებს ბიოველს, ლიმონი კი ენერგიასა და ძალებს აძლევს ადამიანს (ძირითადად, С–ვიტამინის წყალობით). მიიღეთ წყალში გაზავებული მცირეოდენი ლიმონი, როდესაც დაიღლებით, ცუდ განწყობაზე დადგებით. ის სიმხნევეს შეგმატებთ და ენერგიით აგავსებთ. ეს ჯობს, ვიდრე ყავის და, მით უმეტეს, ენერგეტიკული სასმელების მიღება.
შავი შოკოლადი
შეცვალეთ ტკბილეული ნამდვილი შავი შოკოლადით, რომელიც საოცრად სასარგებლოა ადამიანისთვის. ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ააქტიურებს მეხსიერებას, ეხმარება ადამიანს სწავლასა და ინტელექტუალურ მუშაობაში.
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები
შავი შოკოლადი აუმჯობესებს მეხსიერებას. ექსპერტები გვირჩევენ, შოკოლადი შევჭამოთ და არა დავლიოთ, რადგან სასმელებში შავი შოკოლადის შემადგენლობით სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი დაკარგულია.
დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო>>
მწვანე ჩაი
უნივერსალური სასმელია მათთვის, ვისაც გამოფხიზლება უნდა. მწვანე ჩაის აქვს მატონიზირებელი ეფექტი, ხსნის სტრესს, ააქტიურებს ჩაკრების მუშაობას, ხსნის დაღლილობას. როდესაც რთული ამოცანის წინაშე დგახართ, მწვანე ჩაი თქვენი შესანიშნავი დამხმარე გახდება მის გადაწყვეტაში. ძალიან სასარგებლოა, თუ მწვანე ჩაიში მცირეოდენ დარიჩინს, პიტნას ან რეჰანს დაუმატებთ. ეს თქვენს სასმელს უფრო სასარგებლოს გახდის ტვინის, სხეულისა და ბიოველისთვის.
P.s. ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს, ამიტომ აჯობებს, თუ კონსულტაციას გაივლით სპეციალისტთან.