თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით საიზოლაციო სივრცეები მოეწყო, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
პირველ ეტაპზე საიზოლაციო სივრცეები გაიხსნა „ყაზბეგის“ და „ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე.
ამ ორ გამშვებ პუნქტზე მგზავრების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის. სივრცეები ჯანმოს სტანდარტების და რეკომენდაციების შესაბამისად მოეწყო.
15 ივნისიდან უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტისა და უარყოფითი PCR–ტესტის წარდგენისგან გათავისუფლდნენ.
2022 წლის თებერვლიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო, შესაბამისად, ხელისუფლებამ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება დაიწყო. ან დროისთვის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული არც ერთი შეზღუდვა არ მოქმედებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.738.785 შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 16.890 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო - შემოსავლების სამსახური