ყვითელი ამბები

„მე ის საყვარელი მოხუცი მეგონა“- რობი უილიამსმა და ბარბარა სტრეიზანდმა ერთმანეთი ვერ იცნეს

ბარბრა სტრეიზანდი და რობი უილიამსი ერთმანეთს შემთხვევით ტაიტიზე დასვენების დროს შეხვდნენ და კომიკურ სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ.
Sputnik
48 წლის რობის 80 წლის ბარბრა მეგობარმა გააცნო, თუმცა უილიამსმა ლეგენდარული, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი ვერ იცნო. თავის მხრივ, რობის ვინაობის დადგენა ვერც ბარბრამ მოახერხა, მეტიც, სტრეიზანდს ის ფეხბურთელი ეგონა. კურიოზული სიტუაციის შესახებ რობიმ BBC Radio 5-ის ეთერში მოყვა.
საყვარელი ძაღლის სახსოვრად: ბარბარა სტრეიზანდს კლონირებული ლეკვები ჰყავს
„მე ის საყვარელი მოხუცი მეგონა, გვერდიგვერდ ვისხედით და მე ის ვერ ვიცანი. როცა გავიგე, თუ ვინ იყო, წამოვიყვირე, ოჰ, არა!“ – გაიხსენა რობი უილიამსმა.
„ბარბარას არცნობა როგორ შეიძლებოდა“, „კიდევ კარგი, რომ ვერც ბარბრამ გიცნო“, „ძალიან მაგარი კურიოზული სიტუაციაა“, – წერენ კომენტარებში.