თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის შვიდ თვეში 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 220,5%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 87,3%-ით აღდგა.
2022 წლის ივლისში შემოსავლებმა ტურიზმიდან 476,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 131,9%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ივლისის მაჩვენებელზე – 20,4%-ით მეტი.
ვინ ხარჯავს ფულს
ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის პირველ შვიდ თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 334,8 მლნ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
ქვეყანა | ხარჯი, მლნ დოლარი | ვიზიტების რაოდენობა |
რუსეთი | 334,8 | 403.886 |
ბელარუსი | 156,2 | 62.728 |
ევროკავშირი | 164,6 | 130.589 |
თურქეთი | 152,7 | 358.126 |
უკრაინა | 138,3 | 89.614 |
ასევე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან ივლისში – 116,1 მლნ დოლარი. შემდეგ მოდიან ვიზიტორები თურქეთიდან – 43,8 მლნ დოლარი, ევროკავშირიდან – 43,6 მლნ დოლარი.
ვიზიტები საქართველოში
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ივლისში 214,34%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის შვიდ თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 47%-ით აღადგინა.
2022 წლის იანვარი-ივლისი – ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 403,9 | 486,1 |
თურქეთი | 358,1 | 126,2 |
სომხეთი | 299,7 | 350,2 |
ისარელი | 107,2 | 93,6 |
უკრაინა | 89,6 | 44,0 |
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,7 მლნ, რაც 2021 წლის იანვარი–ივლისის მაჩვენებელზე 162%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ნაკადი აღდგენილია 61,9%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.