მსოფლიო დღეს

თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა - ვიდეო

მანამდე გაზიანთეფის პროვინციაში 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ჟურნალისტები არიან
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარდინის პროვინციაში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა.
„მარდინის პროვინციის ქალაქ დერიკში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა და ის ხალხის მასაში შეიჭრა, დაიღუპა 16 ადამიანი, 29 დაშავდა, აქედან რვა - მძიმედ“, - დაწერა Twitter-ში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ.
მანამდე ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
გარდა ამისა, ავარია რიზეშიც მოხდა, სადაც დაშავდა სულ მცირე 25 ტურისტი, რომლებიც ტრაბზონიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.