ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავივიწყოთ იმის თაობაზე, რომ უარყოფითი ტალღები შეიძლება სახიფათო იყოს, ამიტომ მათი ნეიტრალიზება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. თუ სახლს სიძლიერის ადგილად ვაქცევთ, ჩვენი საცხოვრებლის კედლებს იღბალი და წარმატება არასდროს დატოვებს.
ცუდი ენერგეტიკისგან გაწმენდა წყლით
შემოქმედებითი, გამამხნევებელი ენერგიით წყალი და ცეცხლია სავსე. ცუდი ენერგეტიკის წყლით გაწმენდას გარკვეული დრო სჭირდება, ცეცხლით კი - არა. წყლით გაწმენდისთვის დაგჭირდებათ გამჭვირვალე ჭიქა და წყალი - ნაკადულის ან ჭის.
წყლიანი ჭიქა ან გრაფინი (გამჭვირვალე) სავსემთავრეობის ღამეს ფანჯარაზე უნდა დადგათ. დილისთვის წყალი მზად იქნება წესის ჩასატარებლად. წყლის წვეთები უნდა მოასხათ სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში, სახლის შესასვლელ კარს და გაიმეოროთ სიტყვები, რომ ამით სახლს ჭუჭყსა და გასაჭირს, უბედურებას აშორებთ და სახლში ჯანმრთელობასა და იღბალს უხმობთ. მაქსიმალური ეფექტისთვის რიტუალი ყოველ სავსემთვარეობას გაიმეორეთ. სპეციალისტების მტკიცებით, წყლის სტიქია არა მხოლოდ „რეცხავს“ ნეგატივს, არამედ შემდეგ გარკვეულ დამცავ ფუნქციებსაც ასრულებს.
ცუდი ენერგეტიკისგან გაწმენდა ცეცხლით
ცეცხლის რიტუალის ჩატარება ყოველდღეც შეგიძლიათ. მას ცოტა სხვაგვარი დატვირთვა აქვს. ის სახლს სწრაფად წმენდს. მისი გამოყენება კარგია მაშინ, როცა სახლში ვინმე არასასიამოვნო პიროვნება გეწვიათ და ნეგატივი დაგიტოვათ – ცეცხლი ადამიანების ყოფნის კვალს აქრობს. ეს რიტუალი ასევე აქრობს ჩხუბის შემდეგ დარჩენილ ნეგატივს.
რიტუალის ჩასატარებლად საჭიროა სანთელი და მცირე ზომის სარკე. სარკე ისე უნდა დაიჭიროთ, რომ მან ნეგატიური ენერგეტიკა გარედან აირეკლოს, ანუ თქვენ მასში არ უნდა ჩანდეთ. სარკის წინ კი სანთელი უნდა გეჭიროთ. ასე უნდა შემოიაროთ საათის ისრის მიმართულებით ოთახებში. ოთახიდან გამოსვლისას უნდა წარმოთქვათ სიტყვები, რომ ცეცხლით წმენდთ სახლს, განდევნით უბედურებასა და ბოროტებას. ბოლოს ანთებული სანთელი შესასვლელ კართან ახლოს რამდენიმე წუთით დატოვეთ.
სახლის დალაგება
სახლის მოწესრიგება ფენ-შუის წესების მიხედვით ძალიან კარგად წმენდს სახლის ენერგეტიკას. არ დაივიწყოთ სახლის დალაგება სველი წესით. ასევე ძალიან კარგია ძველმანებისგან გათავისუფლება. ძველი ნივთები ნეგატივს ძლიერ აკავებს და ენერგეტიკულ ფონს აჭუჭყიანებს, ამით კი პოზიტიური ნაკადების გადაადგილება იზღუდება.
ძველი ტექნიკა, დახეული ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი, გატეხილი უსარგებლო ავეჯი – ეს ძალზე საშიში ობიექტებია. ამას შეიძლება დავუმატოთ გატეხილი საათი, ჭურჭელი, მინა, სარკე. ძველი ფოტოების გადაყრა საჭირო არ არის, ამისთვის ფოტოალბომები არსებობს.
გაწმენდის ბუნებრივი მეთოდები
გრძელვადიან პერსპექტივაში ყურადღება უნდა მიექცეს მცენარეებსა და შინაურ ცხოველებს, რომლებიც ენერგეტიკის გაწმენდას უწყობენ ხელს. ცხოველებიდან საუკეთესო აურა აქვს კატას – მას უარყოფითი ნაკადების შთანთქვა შეუძლია. ძაღლი უფრო მეტად პოზიტივის წყარო და დამცავი ბარიერია, ამიტომ მათ უარყოფითი ენერგიის განდევნა არ შეუძლიათ.
ბუნებრივი ფილტრის ფუნქციას ასრულებს ხვიარა მცენარეები. არის ასევე დამცავი მცენარეები, როგორიცაა კაქტუსი, ფულის ხე, მაგრამ გაწმენდის ფუნქციას დაცვის ფუნქციასთან ერთად ყველაზე უკეთესად სურო და ქლოროფიტუმი ასრულებს. ასევე კარგია ცისუსი, მონსტერა, ჟასმინი და სხვ.
სპეციალისტები ასევე გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ სახლის ატმოსფეროს. საუბარია სასიამოვნო არომატის ბუნებრივი წყაროების გამოყენებაზე. ეს შეიძლება იყოს ყვავილი ან არომატული ჩხირები, სანთლები.
სამყაროს ძირეული კანონები>>
ფენ-შუის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სახლში ენერგეტიკულ სისუფთავეს ხელს უწყობს დეკორის წითელი ელემენტების სწორი განლაგება. მაგალითად, ენერგიის კარგი ცირკულირებისთვის კარგია წითელი ფერი შემოსასვლელში. შესაძლებელია კარის წინ კედელზე წითელი ბაფთის დაკიდება, რომელიც დროდადრო უნდა გამოიცვალოს.
ფენ-შუის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სახლში ენერგეტიკულ სისუფთავეს ხელს უწყობს დეკორის წითელი ელემენტების სწორი განლაგება. მაგალითად, ენერგიის კარგი ცირკულირებისთვის კარგია წითელი ფერი შემოსასვლელში. შესაძლებელია კარის წინ კედელზე წითელი ბაფთის დაკიდება, რომელიც დროდადრო უნდა გამოიცვალოს.