ოცნების კოშკები და გაბრიყვების საუკეთესო საშუალება

რა აქვთ საერთო იარაღსა და სკოლის მასწავლებელს და რა მოსდევს ეკონომიას სკოლების ხარჯზე...
Sputnik
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ოტო ფონ ბისმარკის გამონათქვამებს.
ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი (Otto Eduard Leopold von Bismarck-Schönhausen, 1815–1898) – გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის პირველი იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. მან განახორციელა გერმანიის გაერთიანების გეგმა. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. გადადგომის შემდეგ (1890) დაწერა მემუარები, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.
როცა მთელი მსოფლიოს გაბრიყვება გინდა, სიმართლე ილაპარაკე
პოლიტიკა – ეს შესაძლებლობის ხელოვნებაა.
პოლიტიკა ზუსტი მეცნიერება არაა.
თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებას თავს ყველა ვერ მისცემს.
ყოველთვის მოერიდეთ ოცნების კოშკების აგებას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მათი აგება ყველაზე იოლია, სამაგიეროდ დანგრევაა ყველაზე ძნელი.
ყველა ცხოვრებისეული გზა უაზროა, გარდა ერთისა>>
ისწავლე ისე, თითქოს მარადიულად იცოცხლებ; იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ გელის სიკვდილი.
ყოველ დავალებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი და მხოლოდ ერთი ადამიანი.
შეერთება დიპლომატიურ ენაზე, პრინციპში, უბრალოდ თავაზიანი უარია.
„თქვი სიმართლე“ – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში
ჩვენ ყველა ხალხი ვართ, ასევე – მთავრობაც.
რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახორციელებენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ თაღლითები.
ცუდი კანონებითა და კარგი ჩინოვნიკებით ქვეყნის მართვა შეიძლება. მაგრამ თუ ცუდი ჩინოვნიკები არიან, საუკეთესო კანონებიც ვერ უშველის ქვეყანას.
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>
გამარჯვების მომტანი ომიც კი ბოროტებაა, რომელიც ხალხის სიბრძნემ უნდა აღკვეთოს.
თვითონ ბუნებამ მარგუნა, რომ დიპლომატი გავმხდარიყავი. საქმე ისაა, რომ პირველ აპრილს დავიბადე.
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი – იუმორში ჩამალული ღრმააზროვანი სიმართლე
არასდროს იმდენს არ ტყუიან, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნებამდე.
ჯენტლმენებთან ყოველთვის ვიქნები სანახევროდ დიდი ჯენტლმენი, ხოლო თაღლითებთან – სანახევროდ დიდი თაღლითი.
მამაკაცისა და ქალის მეგობრობა ღამის დადგომისთანავე სუსტდება.
მწერლობასთან შედარებით, დოღზე თამაში სოლიდური, საიმედო ბიზნესია.
სამურაის მარადიული სიბრძნის წესები
სულელები ამბობენ, რომ საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობენ. მე ის მირჩევნია, სხვის გამოცდილებაზე ვისწავლო.
წარმატებას ომში ორი ფაქტორი წყვეტს: ახალი ტიპის იარაღი და სკოლის მასწავლებელი.