თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ჩინეთი ფართომასშტაბიანი წვრთნების შემდეგ ტაივანის სრუტეში სამხედრო მანევრების ჩატარებას თავისი სანაპიროს გასწვრივ სხვადასხვა რაიონში გააგრძელებს, ნათქვამია ჩინეთის ზღვაზე უშიშროების უზრუნველყოფის სამმართველოს განცხადებაში.
მასშტაბური წვრთნები რაკეტების, ავიაციისა და სამხედრო გემების გამოყენებით ოფიციალურად ხუთშაბათს დაიწყო. ტაიბეიში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხო მანევრები 4 აგვისტოს კუნძულის ირგვლივ აკვატორიის ექვს რაიონში დაიწყო. სწავლება კვირას დასრულდა.
ჩინეთის უწყების განცხადებით, ერთი თვით დაიკეტა ბოჰაის ყურის აკვატორიის ნაწილი ყვითელი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
ქალაქ დალიანის ზღვაზე უშიშროების უზრუნველყოფის სამმართველომ ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება სამხედრო ამოცანები და ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია.
პელოსის ვიზიტი 2–3 აგვისტოს შედგა და ის 1997 წლის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი იყო ტაივანზე.