თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. საქართველოში დღეის მდგომარეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 999 ადამიანი, აქედან 2022 წლის 1 იანვრამდე 30 ივნისამდე პერიოდში დაიკარგა 19 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძირითად ნაწილს, რომელთა აღრიცხვასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1973 წლის 1 იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცები შეადგენენ. საერთო ჯამში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახლში არ დაბრუნებულ 32 არასრულწლოვანს ეძებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 78 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 59, ამასთან, 9 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დარჩენილ 19 ადამიანს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სტატუსი აქვს.
საქართველოში 1973 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე სულ დაიკარგა 6.338 ადამიანი, იპოვეს 5.357 პირი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისსა და იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშია.
დაკარგულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში მხოლოდ ორი უცხოელი გაუჩინარდა - აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.
წყარო - შსს-ს მასალები