მსოფლიო დღეს

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრობლემა მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაიჭრება
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა თავად განაცხადა.
რუსეთის და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებები პარასკევს სოჭში გაიმართა.
„მიუხედავად ადგილებზე არსებული სირთულეებისა, მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინის კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მისი შეხვედრა ბატონ ზელენსკისთან", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ.
მისი თქმით, თურქული მხარე გააგრძელებს დიალოგის განვითარებას მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ არის რუსეთის გეგმის ნაწილი. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.