ყვითელი ამბები

„აივანი შენიაო... ასე დამთავრდა ჩვენი ბოლო საუბარი“ - ნუგზარ ერგემლიძე მამუკა ონაშვილზე

Sputnik
რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში კომპოზიტორ-შემსრულებელმა ნუგზარ ერგემლიძემ მისი და მამუკა ონაშვილის მეგობრობაზე ისაუბრა და მათი გაცნობის პერიოდი და უკანასკნელი საუბარი გაიხსენა.
ყვითელი ამბები
მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

„მამუკამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა წარმავალია ეს ქვეყანა და რა უეცრად შეიძლება ადამიანი გაქრეს. წინა დღით ჩვენმა საერთო მეგობარმა, მშენებელმა ადამიანმა მთხოვა, მამუკას მალაპარაკეო და მეც, რა თქმა უნდა, დავურეკე. ის ძალიან მოეფერა, ძალიან მიყვარხარო, უთხრა. მე ხუმრობით ვუთხარი მამუკას, ამ კაცმა ბინა თუ გაჩუქა, ხომ იცი, წილში ვარ-მეთქი. აივანი შენიაო – ასე მითხრა. ასე, მისი ბოლო სიტყვებით დამთავრდა ჩვენი დიდი ურთიერთობა“, – გაიხსენა მომღერალმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ონაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
მისი თქმით, მამუკა ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა გაიცნო.

„მთელი საძმოთი გავიცანით ერთმანეთი, ძალიან ბევრნი ვიყავით ერთად – მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ირაკლი მენთეშაშვილი... მამუკა უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო, შეეძლო მთელი საზოგადოება თავისი სცენარით წაეყვანა, გაეცინებინა, აეტირებინა, ფოკუსი ეჩვენებინა. ზურასთან მისი დუეტი ხომ საერთოდ სასწაული იყო. აწყობილი ჰქონდათ დიდი სპექტაკლები, რომელიც, სამწუხაროდ, ვერასდროს ვერსად გავიდა ეთერში და ის, რომ საზოგადოებამ ვერ ნახა მათი დუეტი, ძალიან დიდი დანაკლისია“, – ამბობს ერგემლიძე.

მისი თქმით, მამუკა უნიჭიერესი ადამიანი იყო და არ აკლდა სიყვარული, მაგრამ აკლდა ცოტა მეტი გამოძახილი.
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა – მდგომარეობა მძიმეა

„გული მწყდება, რომ ასე ტრაგიკულად, ასე მოულოდნელად, მისთვის გაუაზრებლად წავიდა. ალბათ ვერც წარმოიდგინა, რა მოხდა. მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამ ქვეყნიდან, 100 წლის შემდეგ“, – აღნიშნა მომღერალმა.

მამუკა ონაშვილი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა და ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მომღერალს 4 აგვისტოს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.