დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ

თუ გჯერათ აღმოსავლური ჰოროსკოპისა და იმ დახასიათების, რომელსაც ის თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის წარმოგვიდგენს, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციებიც, რომელიც მიგითითებთ, რომელი საკვები პროდუქტების მიღებაა თქვენთვის სასურველი და რომლის - არა.
Sputnik
გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს თავისი მახასიათებლები არა მხოლოდ ტემპერამენტისა და ხასიათის, არამედ ცალკეული ჯგუფის დაავადებებისადმი განწყობის, ცხოვრების უნარისა და სწორი კვების მიხედვითაც.
თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და კილოგრამების მოშორება გადაწყვიტეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს რჩევები თითოეულ ნიშანს დაეხმარება.
ვერძი
ვერძები გემრიელი საკვების მოყვარული ხალხია, მაგრამ ეს ძალიან ხშირად მავნე პროდუქტების მიღებასაც მოიაზრებს. თუ ამ ნიშნით დაიბადეთ, ერიდეთ ზედმეტ, გზადაგზა და ღამით ჭამას. თქვენი ჯანმრთელობის გარანტი კალიუმის ფოსფატია (მარწყვი, თხილი, პომიდორი).
მავნე პროდუქტებია: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები, ასევე ტკბილეული.
რაციონში შეიტანეთ: ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, კომბოსტო). ყოველდღიურად მიიღეთ С ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ციტრუსი, ვაშლი, ბანანი და კომბოსტოს მწნილი. ყავის ნაცვლად მიიღეთ ასკილისა და კარკადეს ჩაი.
თქვენს ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად ერგება ფაფების, ან ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტების დიეტები. ასევე არ დაგავიწყდეთ – თქვენთვის განტვირთვის დღე სამშაბათია.
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
კურო
კუროს, ისე, როგორც სხვა არც ერთ ნიშანს, ნივთიერებათა შენელებული ცვლის პროცესი აქვს. სწორედ ამიტომ კვებას კუროებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ამასთან, ისინი გურმანები არიან, ისინი ხშირად ზედმეტ საკვებს იღებენ და ამიტომ წონაშიც იმატებენ. თქვენი ჯანმრთელობის რესურსია ნატრიუმის სულფატი (ხახვი, საქონლის ხორცი, შვრია და მარწყვი). სწორედ ეს პროდუქტები უწყობს ხელს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.
მავნე პროდუქტებია: ფუნთუშეული და ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა.
რაციონში შეიტანეთ: რძე, არაჟანი, კეფირი, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, თხილი, ზღვის პროდუქტები, ხილი (კომში, ფორთოხალი, გარგარი და ატამი). უარი თქვით მაგარ ჩაიზე და ის მოცვის ფოთლის ან გვირილის ლიმონიანი ნაყენით ჩაანაცვლეთ.
თუ გსურთ წონაში დაიკლოთ ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ, აირჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტები და დაბალკალორიული დიეტები, თქვენი განტვირთვის დღე პარასკევია.
ტყუპი
ტყუპი ყველაზე გაორებული ზოდიაქოს ნიშანია. ისინი, ერთი მხრივ, დაუცველად და სუსტად გამოიყურებიან, მეორე მხრივ, შესაშური შინაგანი ძალა, სიჯიუტე და მყარი ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი ნაკლია ის, რომ სტრესს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაღალი ნერვული აღგზნების დროს მათ შეუძლიათ უზომოდ დიდი რაოდენობით ტკბილეული და ალკოჰოლი მიიღონ.
თუ ტყუპის ნიშნით დაიბადეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და В ჯგუფის ვიტამინები (ყაბაყი, ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო, კარტოფილი).
მავნე პროდუქტები: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და მაგარი სასმელები.
რაციონში შეიტანეთ: ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი (დღეში მხოლოდ ერთხელ), პარკოსნები, მარცვლეული. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, შაქარი აუცილებლად თაფლით ჩაანაცვლეთ.
თუ გსურთ მუდამ ფორმაში იყოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის საიდუმლო სილიციუმით (მინდვრის შვიტასა და ჭინჭრის ნახარშები), ასევე კალიუმის ქლორიდით (არაქისი, ზეთისხილი, ყურძენი, მსხალი, ყაბაყი) მდიდარი პროდუქტების მიღებაშია.
მკაცრი დაბალკალორიული დიეტები თქვენთვის არ შეიძლება, ხოლო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. განტვირთვის დღე აუცილებლად ხილის უნდა იყოს და ამისთვის საუკეთესო დღე ოთხშაბათია.
მთვარის დიეტა, ანუ მიჰყევით ბუნების რიტმს
კირჩხიბი
კირჩხიბები ძლიერი, მიზანმიმართული პიროვნებები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მათთვის ყველაზე სუსტი ადგილი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. თუ კიბორჩხალა ბრძანდებით, უნდა გახსოვდეთ, რომ წყალ-მარილოვანი ბალანსის დაცვისთვის საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმის ფტორიდს (ზღვის პროდუქტები, ჩაი, ზღვის თევზი).
მავნე პროდუქტებია: საკონდიტრო ნაწარმი, ნედლი ბოსტნეული, ხილი (უნდა შეზღუდოთ მიღება). პორცია უნდა იყოს ზომიერი და სადილის შემდეგ კანფეტისა და ჭიქა ღვინის დაყოლება საერთოდ არ ღირს.
რაციონში დაამატეთ: მარცვლეული, რძემჟავა და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი. თქვენთვის კარგია ნიორი, რომელიც სელენიუმს შეიცავს, ეს კი თქვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველდღე ბოსტნეულის წვნიანი საჭმლის მონელების სისტემის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
თუ გსურთ, სწრაფად გახდეთ, თქვენთვის რეკომენდებულია კეფირის ან ხაჭოს დიეტა. ასევე მიაღწევთ სასურველ შედეგს ბოსტნეულის წვნიანების დახმარებით. ასევე, თქვენი განტვირთვის დღეა ორშაბათი, შემდეგ მთელი კვირა მსუბუქი და აქტიური გექნებათ.
ლომი
ცნობილია, რომ ლომებს გემრიელად და ბევრის ჭამა უყვართ. ამ ტემპერამენტიანი ადამიანების ცდუნება ადვილია სხვადასხვა გემრიელი ნუგბარით, ამიტომ ეს ხშირად ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს. თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით მდიდარი პროდუქტები: შვრიის, წიწიბურასა და ხორბლის ბურღული, სოია და კაკაო, თევზი და კვერცხი.
მავნე პროდუქტებია: მძიმე ცხიმიანი საკვები, ნამცხვარი და ალკოჰოლი.
რაციონში დაამატეთ: უჯრედისითა და კალიუმით მდიდარი ციტრუსები, რძის პროდუქტები. აუცილებელია ძირთეთრა, ნიორი, ნიახური, ყაბაყი, კარტოფილი, ლეღვი და გარგარის ჩირი. მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მონელების პროცესს და არ ჭამოთ ძილის წინ.
რაც შეეხება დიეტას, შეარჩიეთ ციტრუსისა და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტა. თქვენი განტვირთვის დღე კი კვირაა და ამ დღეს მხოლოდ ციტრუსი უნდა მიიღოთ.
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა
ქალწული
ქალწული ზოდიაქოს განსაკუთრებული ნიშანია. ისინი, როგორც წესი, დღეგრძელნი არიან და ბავშვობიდან მომთხოვნი გურმანები ხდებიან, რომელთა გულის მოგება ამ მხრივ ძალზე ძნელია. სწორი კვება ქალწულის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, მაგრამ მისი ნაკლი ისაა, რომ ის არარეგულარულად იკვებება. თუ ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ბრძანდებით, თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე აუცილებელია რკინის ფოსფატისა და კალიუმის სულფატით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ვაშლი, ყაბაყი, ფეტვი, შვრია და წიწიბურა.
მავნე პროდუქტებია: კონსერვები, ტკბილეული და შებოლილი პროდუქტები. ალკოჰოლი კი საერთოდ დაივიწყეთ.
რაციონში შეიტანეთ: მაკარონი, ფაფები, ჩაშუშული ბოსტნეული და რძემჟავა პროდუქტები. ბოსტნეულიდან შეარჩიეთ ნიახური, გოგრა, სტაფილო და კომბოსტო. თქვენი ხილია ბროწეული, ყურძენი, გარგარი და ვაშლი.
თქვენთვის სწრაფად წონაში დაკლება არ შეიძლება. ერთადერთი, რისი უფლებაც თავს შეიძლება მისცეთ, დიეტურ სუპებზე დაფუძნებული დიეტებია. წონის თანდათანობით კორექციისთვის გამოიყენეთ დანაწევრებული კვების სისტემა, ან სცადეთ ვეგეტარიანელობა. ქალწულების განტვირთვის დღეა ოთხშაბათი.
სასწორი
სასწორები საკმაოდ კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა მარილიანი საკვებისადმი მიდრეკილებაა. გაითვალისწინეთ, რომ ყოველგვარ ზედმეტად მლაშე, ნედლად შებოლილ პროდუქტებზე, მარგარინით გამომცხვარ პროდუქტებზე და დიდი რაოდენობით რძეზე უარის თქმა თქვენ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია პროდუქტები ნატრიუმის ფოსფორმჟავის შემცველობით (ჭარხალი, სატაცური, ატამი, სიმინდი, ნუში).
მავნე პროდუქტებია: დამარილებული, შებოლილი, მარგარინით გამომცხვარი საკვები და რძე.
რაციონში შეიტანეთ: ფაფები, მაკარონი მცენარეული გარნირით, ზღვის პროდუქტები და ფრინველის ხორცი. უცვლელი მიკროელემენტები, რომლებიც ყოველი ჭამის დროს უნდა მიიღოთ, არის სპილენძი (კიტრი, ჭარხალი, შავი მოცხარი, მოცვი, მიდიები), მანგანუმი (ბოლოკი, გოგრა, გაუწმენდელი ბრინჯი), Е ვიტამინი (მცენარეული ცხიმი, ალაო); მთავარი კი ჭამის დროს სასიამოვნო გარემოა.
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტებით დიეტის დაცვა არ შეიძლება. წონაში დაკლება შეგიძლიათ საზამთროს ან ბანანის დიეტებით. განტვირთვის დღეები აუცილებელია. ეს დღე თქვენთვის პარასკევია.
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?
მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ყველაზე დაუმორჩილებელი ნიშანია. მორიელებისთვის კარგად არის ნაცნობი ვითარება, როდესაც მთელი დღე ჭამას ვერ ახერხებენ და საღამოს უზომოდ მიირთმევენ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, კვების ასეთი რეჟიმის შეცვლა და საკუთარი ორგანიზმის კალციუმის სულფატით (მწვანე ხახვი, სატაცური, წიწმატი, შავი ქლიავი და ხურტკმელი) შევსებაა. ჭამის წინ აუცილებლად მიიღეთ 0,5 ჭიქა მინერალური წყალი სულფატით.
მავნე პროდუქტები: მწარე კერძები, ცომეული.
რაციონში შეიტანეთ: ზღვის პროდუქტები, თალგამი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტო, ციტრუსები და ვაშლი. კარგი ეფექტი ექნება საკვებში დამატებულ სუნელებს: ვანილი, ჟენშენი, რეჰანი, ილი და სალბი. საკვები დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ.
უარი არ თქვათ განტვირთვის დღეებზე. ამისთვის სამშაბათი შეარჩიეთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ენერგიული პიროვნებები არიან მტკიცე ცხოვრებისეული პოზიციით. მათ უყვართ გემრიელი საკვები, მაგრამ ცხიმი და ალკოჰოლი მათთვის საერთოდ არ შეიძლება. თუ მშვილდოსანი ხართ, თქვენი ჯანმრთელობის რესურსი მინერალურ მარილებშია, რომლებიც მინერალური წყლების სპეციალურ სახეობებში შედის.
მავნე პროდუქტებია: შებოლილი პროდუქტები და ღორის ხორცი, დამარილებული საკვები და ტკბილეული.
რაციონში შეიტანეთ: მცენარეული ზეთი, პარკოსნები, თევზის დელიკატესი, რძის პროდუქცია. რაციონში აუცილებელია პროდუქტები, რომლებიც კაჟს (სილიციუმი, კაჟბადი) შეიცავს: სატაცური, ჭინჭარი, მატიტელა, კიტრი. არ დაივიწყოთ მწვანილიც: ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ძირთეთრა, პიტნა, ნიახური. რაციონი შეავსეთ ხილით: ატამი, მანგო, გარგარი და ვაშლი.
განტვირთვის დღე მოაწყვეთ ხუთშაბათობით. გახდომისთვის საუკეთესო ვარიანტებია დიეტები მწვანე ბარდითა და ფაფებით.
როდესაც ჭამა სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება...
თხის რქა
თხის რქებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მათი მთავარი ამოცანა ნივთიერებათა ცვლის მუდმივი სტიმულირებაა. ამის გაკეთება რთული არაა. საკმარისია, კერძის მომზადებისას სპეციალური მცენარეები და სუნელები გამოიყენოთ: პიტნა, ანისი, რეჰანი, ნიახური, მიხაკი, ოხრახუში და სალბი. თქვენს ორგანიზმს ფოსფატი და ფტორი ესაჭიროება, რაც შედის კვერცხის ნაჭუჭში, ზღვის თევზსა და ჩაიში.
მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ისპანახი, ცხიმიანი კერძები და კონსერვები, არ შეიძლება ერთ თეფშში ნახშირწყლებისა და ცილების შერევა; გამორიცხეთ დესერტი ჭამის შემდეგ.
რაციონში შეიტანეთ: მარცვლოვანი პური, ხაჭო, მაკარონი, კეფირი, მოხარშული ბოსტნეული და უცხიმო ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო. ხილიდან უპირატესობა მიანიჭეთ ალუბალს, მაყვალს, კომშს, ნესვს, მარწყვსა და ქლიავს. შაქარი ნატურალური თაფლით შეცვალეთ.
მკაცრი დიეტა არ დაიცვათ. წონის დაკლებისთვის გამოიყენეთ კეფირის, წიწიბურას, ვაშლის დიეტები. აუცილებლად ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპია. თქვენი განტვირთვის დღეა შაბათი.
მერწყული
მერწყულის უწყვეტი აქტიურობა რესურსების ხარისხიან და დროულ შევსებას მოითხოვს. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, მერწყული საკვების ცდუნებას ადვილად უძლებს. თუ მერწყულის ნიშნით დაიბადეთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენთვის აუცილებელ პროდუქტებს: ლობიოს, არაქისს, კაკაოს, სოიასა და წიწიბურას ბურღულს. სწორედ ამ პროდუქტებშია თქვენთვის აუცილებელი მაგნიუმის ფოსფატი.
მავნე პროდუქტებია: ტორტი, ფუნთუშეული, შებოლილი პროდუქტები.
რაციონში შეიტანეთ: წიწიბურა, ბოსტნეულის წვნიანი, ხილი (კომში, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი), ბოსტნეული (ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო, ყაბაყი, ჭარხალი), თევზი და თეთრი ხორცი. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძემჟავა პროდუქტები. ყოველი კვება მსუბუქი ბოსტნეულის სალათით (მცენარეული ზეთით) უნდა დაიწყოთ.
ერთდღიანი შიმშილობისთვის შაბათი შეარჩიეთ; რაც შეეხება დიეტას, თქვენი არჩევანია დაბალკალორიული და ნაკლებნახშირწყლებიანი ვარიანტები.
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს
თევზები
თევზები სხვადასხვა დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან. ამას რომ თავი აარიდოთ, მნიშვნელოვანია მარტივი წესების დაცვა. თქვენთვის არასასურველია ზედმეტი, ცივი და მშრალი საკვების მიღება, ორგანიზმის სითხით გადატვირთვა. დაამატეთ რაციონში მეტი წიწიბურა, ასკილი და კომში და ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
მავნე პროდუქტებია: ცხიმები, შაქარი, ცხარე და მწარე სოუსები.
რაციონში შეიტანეთ: ზაფხულის ბოსტნეულისგან მომზადებული სალათები, ფაფები (ქერის, ბრინჯის, წიწიბურის), ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, ნიგოზი და მზესუმზირა. აუცილებლად იკვებეთ ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი.
თქვენი განტვირთვის დღეა ხუთშაბათი. გახდომისთვის შეარჩიეთ მხოლოდ დაბალკალორიული მონოდიეტები, მაგალითად, ყურძნის ან ბანანის.