გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით შეწყდება

ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის ტექნიკურ მომსახურებასთან და რემონტთან დაკავშირებული გეგმური სამუშაოები 14–28 აგვისტოს ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ექსპორტი ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენით (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დროებით შეჩერდება, ნათქვამია ნავთობგაზის სახელმწიფო კომპანია Botas-ის განცხადებაში.
ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის ტექნიკურ მომსახურებასთან და რემონტთან დაკავშირებული გეგმური სამუშაოები 14–28 აგვისტოს ჩატარდება, რის გამოც საბადო „შაჰდენიზიდან“ გაზის მიწოდება თურქეთის ეროვნული გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
თურქული კომპანიის განცხადებაში აღინიშნა, რომ პრობლემები შიდა ბაზარზე გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის.
თურქეთი თურქმენეთიდან გაზის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს>>
მიმდინარე წლის ექვს თვეში აზერბაიჯანში 23,4 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვეს, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 15,1%-ით მეტია.
აზერბაიჯანულმა გაზმა ბულგარეთამდე მიაღწია>>
მოპოვებული გაზიდან ექსპორტირებული იყო 11,2 მლრდ კუბური მეტრი. მათ შორის ევროპას მიეწოდა 5,4 მლრდ, თურქეთს – 4,3 მლრდ, საქართველოს – 1,5 მლრდ კუბური მეტრი.