დღეს 2022 წლის 21 ივლისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
მგზნებარე ვნებებისა და განცდების დღეა. მერყევი ემოციური ფონის გამო მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, სპონტანური საქციელი, გრძნობების გამოვლენა, ექსცენტრიულობა. ირგვლივ მოვლენებზე უმრავლესობას მძაფრი რეაქცია ექნება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები გირჩევენ, არ შეეხოთ სხვის გრძნობებსა და ინტერესებს.
სამაგიეროდ, ამ დღეს გამშაფრებული იქნება ამბიციები, პატივმოყვარეობა, რაც სამუშაოზე, კარიერასა და სიყვარულში გამარჯვების მიღწევის წყურვილს გაზრდის.
ვერძი: ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ. თუნდაც ეკონომიურობა თქვენი თვისება იყოს, დღეს არაგონივრულად გულუხვი და ხელგაშლილი გახდებით, განსაკუთრებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. რას იზამთ, ხანდახან უნდა აჰყვეთ ასეთ მისწრაფებას – მაგრამ ეცადეთ, გონივრულ ჩარჩოებს არ გასცდეთ.
კურო: დღეს ორმაგად განუმეორებელი ხართ – ჯერ საკუთარ და შემდეგ გარშემომყოფების თვალებში, რომლებსაც თქვენი თავდაჯერებულობა გადაეცემა. ქარიზმა დაგეხმარებათ სამსახურში, სახლშიცა და ურთიერთობებშიც. მთავარია, ამან ძალიან არ გაგიტაცოთ და ირგვლივ მყოფებს ზემოდან ცქერა არ დაუწყოთ.
ტყუპი: დღეს ანდამატივით იზიდავთ ადამიანებს, იპყრობთ გარშემომყოფების ყურადღებას. ამისთვის რამე განსაკუთრებულის თქმა ან ქცევა არ გჭირდებათ – ამას დუმილითაც მიაღწევთ. გამოიყენეთ ეს საკუთარი ინტერესებისთვის, გაიცანით საჭირო ადამიანები, ან, უბრალოდ, თქვენი ღიმილით ვინმე დაატყვევეთ.
კირჩხიბი: თქვენი გონება ახალი იდეების, ხოლო გული ექსტრემალური ემოციებისთვის არის გახსნილი. შესანიშნავი დღეა „კომფორტის ზონიდან“ გასასვლელად. არაფერი ისე არ „აადუღებს“ თქვენს სისხლს, როგორც ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარზე გავლა. ფლირტი უცნობთან, მოულოდნელი წინადადება... სცადეთ, რატომაც არა?
ლომი: შესაძლოა, დაძაბულობისა და უკმაყოფილების შეგრძნება დაგეუფლოთ. გარშემომყოფებმა შეიძლება თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანონ წყობილებიდან, მოვლენები უკონტროლო გახდეს. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავრ ემოციურ „ამოფრქვევას“ შეუძლია, მათ შორის, სასიყვარულო ვნებათა მორევს.
ქალწული: დღეს ყველაზე წარმატებული პროექტები სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. წარმატების გარანტი მოვლენებისა და მითქმა–მოთქმის კურსში ყოფნაა. შესაძლებელია, რომ თქვენი კომუნიკაბელურობის, ენერგიულობის წყალობით სასარგებლო ნაცნობობაც გააბათ, ან ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ.
სასწორი: ფრთხილად უნდა იყოთ – მწვავე კონფლიქტია მოსალოდნელი. საბრძოლველად ხართ განწყობილი, მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე. ამის გამო გარშემომყოფებთან ვითარება შეიძლება დაიძაბოს. სჯობს, ენერგია რამე სასარგებლო კალაპოტში მიმართოთ, მაგალითად, იშრომოთ, წინასწარ გააკეთოთ საქმეები.
მორიელი: განწყობა მერყევია – ხან „პლუსის“, ხან კი „მინუსისკენ“ იხრება. მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, ზედმეტი ყურადღება – ემოციები დღეს არნახული სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგს გარე ფაქტორები გამოიწვევს, ზოგიც კი შინაგანი მდგომარეობით იქნება განპირობებული. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.
მშვილდოსანი: დღე, შესაძლოა, რაღაც წვრილმანებზე დახარჯოთ. ნებისმიერ მოქმედებასა და სიტყვას ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ანუ ბუზისგან სპილო გამოგყავთ. ეს ცუდი არაა სამუშაოს მხრივ, მაგრამ გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე ცუდად აისახება. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.
თხის რქა: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს ირგვლივ მყოფნი განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევენ. მათ შორის, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ, რომლებმაც თქვენს ცხოვრებასა და კარიერაზე გავლენა შეიძლება მოახდინონ. აქედან გამომდინარე, ეცადეთ, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ.
მერწყული: თავი უნდა შეიკავოთ ახლობლებთან ურთიერთობებში. ხართ „ფეთქებადი“ და კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ჭაჭანებაც არაა, ხოლო სადაც დაპირისპირების ჩანასახია, მას უკიდურესად გაამძაფრებთ. დაფიქრდით – განა რამე სიამოვნებას მოგანიჭებთ ეს ან გამარჯვებას მოგიტანთ? ღირს კი ბრძოლა?
თევზები: ძალიან დაგაინტერესებთ ყველაფერი ახალი და ამოუცნობი. ჩვეული საქმიანობა მოსაწყენად მოგეჩვენებათ. „მკვლევარის“ ინტერესები რომ დაიკმაყოფილოთ, ყოფითი ჩარჩოებიდან უნდა გამოხვიდეთ. თუნდაც ეს სულ პატარა რამ იყოს, მაგალითად, უცნობ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნი, ახალი კერძი...