ექსპერტები განმარტავენ, თუ კვირის რომელ დღეს რომელი სამოსის ყიდვა ჯობს, რათა იღბალი, ფული და სიყვარული მოვიზიდოთ.
ორშაბათი
ორშაბათს მთვარე მართავს – ემოციების მფარველი პლანეტა. ასტროლოგების აზრით, ამ დღეს რეკომენდებულია გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენა. არ ღირს ფულის დახარჯვა კოსტიუმებზე, შარვლებზე, საოფისე ტანსაცმელზე. მთვარის ცვალებადი „ხასიათის“ გამო ექსპერტები გვირჩევენ, მეტი ყურადღებით შევარჩიოთ ამ დღეს ნივთები, რათა ისინი მალე არ მოგვწყინდეს.
ორშაბათს ნაყიდი ტანსაცმელი მოგვანიჭებს იღბალს, კარგ განწყობას, ებრძვის სტრესს, დაძაბულობას. ის ასევე გვეხმარება სიყვარულის მოზიდვაში, თავდაჯერებულობას გვმატებს პაემანზე.
სამშაბათი
სამშაბათს წითელი პლანეტა მარსი მართავს. ის მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია. სწორედ ამიტომ ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები მამაკაცის ტანსაცმლის ყიდვას გვირჩევენ.
შოპინგი ქალებსაც შეუძლიათ, მაგრამ აჯობებს, თუ შეიძენენ სპორტული სტილის სამოსს, ან ტანსაცმელს მამაკაცისთვის. ამ დღეს ნაყიდ სამოსს იღბალი მოაქვს.
ოთხშაბათი
ოთხშაბათს მერკური მფარველობს. ეს პლანეტა არანაირ შეზღუდვებს არ გვიწესებს ტანსაცმლის ყიდვის თვალსაზრისით.
თუ გინდათ, რომ მაქსიმალური იღბალი მოიზიდოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, სწორედ ამ დღეს შეიძინეთ ტანსაცმელი.
ხუთშაბათი
კვირის მეოთხე დღეს იუპიტერი მართავს. ეს დღე ყველა სახის ნივთის შესაძენად ხელსაყრელია და შენაძენი დიდხანს მოგვემსახურება. ეს პლანეტა ვერ დაგვეხმარება ახალი სტილის შერჩევაში, ამიტომ აჯობებს უკვე ნაცადი სტილის სამოსის შერჩევა და იმის, რომელიც ჩვენს ენერგეტიკას შეესაბამება.
ასტროლოგები ასევე გვირჩევენ, ხუთშაბათს არ ვიყიდოთ ძვირადღირებული ტანსაცმელი.
პარასკევი
პარასკევს ვენერა – ქალური ენერგეტიკის პლანეტა მართავს. ექსპერტების კატეგორიული რჩევაა, რომ ამ დღეს მოვერიდოთ მამაკაცებისთვის ახალი სამოსის ყიდვას. ქალებს კი, პირიქით, ყველაფრის შეძენა შეუძლიათ, მათ შორის, გარდერობის განახლებაც.
ახალი ტანსაცმელი აამაღლებს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა თავდაჯერებულობას.
შაბათი
შაბათს სატურნი მართავს. ეს დღე ხელსაყრელია პრაქტიკული სამოსის შესაძენად. შეძენილი ტანსაცმელი აამაღლებს განწყობას, მოგვიტანს დიდ სიხარულს. ოღონდ ჯობს არ ვიყიდოთ არაფერი, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გვეპარება.
კარგი დღეა სამოსის საჩუქრად ყიდვისთვის.
კვირა
კვირა დღეს ნაყიდმა სამოსმა რომ იღბალი, სიყვარული და ფინანსური წარმატება მოგვიტანოს, ის უნდა გვახარებდეს. ამიტომ არ იყიდოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც ეჭვი გეპარებათ და რომელიც არ გამოგადგებათ.