უნგრელი ჟურნალისტები თავიანთ მკითხველს აჭარის შესახებ მოუყვებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით უნგრელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. უნგრელი ჟურნალისტები აჭარის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სტატიებს მოამზადებენ, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბათუმი, პეტრასა და გონიოს ციხეები, ქალაქის ძირითადი მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები იმ ტურისტულ ადგილებს შორის იქნება, რომლის შესახებაც შთაბეჭდილებებს ჟურნალისტები მკითხველებს გაუზიარებენ", – აღნიშნავენ უწყებაში.

ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უმასპინძლა, რაც რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ბათუმის, როგორც საზღვაო ქალაქის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში გადაინაცვლეს, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო და შიდა საინფორმაციო საშუალებებში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას უკვე სტუმრობდა მასმედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი.
აჭარაში ხიხანის ციხე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება>>
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო-ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს.