კლდისდუმა – (Sedum) მსუქანასებრთა ოჯახის გვარის წარმომადგენელია. არსებობს მცენარის 500-მდე სახეობა. საქართველოში გავრცელებულია 15 სახეობა. კლდისდუმას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უწოდებენ: კაციყურას, კლდისვაშლას, კლდისტკეჩას, კილტავაშლას, პიტკეცას, ქვიტკეცას, ქვატკეციას, ტკეც-ტკეცას, ყურას.
კლდისდუმის სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ამ მცენარის გასრესილი ფოთლებით ადამიანები ჭრილობებს საკმაოდ შედეგიანად იხორცებდნენ. ერთ-ერთი ძველბერძნული მითის მიხედვით, ჰერკულესის ვაჟმა ტელეფოსმა აქილევსის მიერ მიყენებული მძიმე ჭრილობა სწორედ კლდისდუმით მოირჩინა.
კლდისდუმა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
მალარია
შეკრულობა
სურავანდი
ძვლებისა და სახსრების ტკივილი
ჭრილობები
დამწვრობა
პოდაგრა
მეჭეჭები
კოჟრები (მაზოლი)
წყლულები
ათეროსკლეროზი
ნერვული აშლილობები
სიყვითლე
რევმატიზმი
მოტეხილობები
გამონაყარი კანზე
ჰემოროი
ქრონიკული დაღლილობა
ჰიპერტონია
ანემია
სტომატიტი
მოყინვა
პაროფონტოზი
ციებ-ცხელება
ეპილეფსია
ონკოლოგიური დაავადებები
ბრონქული ასთმა
განგრენა
ეგზემა
ართრიტი
იშემია
გინეკოლოგია
კლდისდუმის სამკურნალო თვისებები:
მატონიზირებელი
ანთების საწინააღმდეგო
სიმსივნის საწინააღმდეგო
შარდმდენი
რეგენერაციული
ტკივილგამაყუჩებელი
მასტიმულირებელი
სისხლდენის შეჩერება
ჭრილობების შეხორცება
გამხსნელი
კლდისდუმის შემადგენლობა:
• ალკალოიდები: აქრობს ტკივილის სინდრომს; აჩერებს სისხლდენას ჭრილობიდან; ამშვიდებს ნერვულ სისტემას; ამცირებს არტერიულ წნევას.
• მთრიმლავი ნივთიერებები: აქრობს ანთებით პროცესს; ანეიტრალებს მიკრობებისა და ბაქტერიების მოქმედებას; აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას; აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას.
• გლიკოზიდები: აძლიერებს შარდის გამოყოფას; აფართოებს სისხლძარღვებს; ანეიტრალებს მიკრობებისა და ბაქტერიების მოქმედებას; ხელს უწყობს ხველების შეჩერებას; დამაშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
• ასკორბინის მჟავა: აწესრიგებს ცენტრალური ნერვულის სისტემის მუშაობას; აძლიერებს იმუნიტეტს; ასტიმულირებს ენდოკრინოლოგიური ჯირკვლების მუშაობას; ხელს უწყობს რკინის ათვისების გაძლიერებას; აწესრიგებს სისხლის წარმოქმნის პროცესს; ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.
• ორგანული მჟავები: ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესის გაძლიერებას; აძლიერებს რკინის, კალიუმისა და მაგნიუმის შეთვისებას; აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას; აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას; აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას; აწესრიგებს წონას ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის სტიმულირების გზით; ამცირებს ქოლესტერინის დონეს; ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას; ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები; აღადგენს სახსრების მოძრაობას; ამშვიდებს ნერვულ სისტემას; ასტიმულირებს საკუთარი ინსულინის გამომუშავებას; აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციებს; აძლიერებს იმუნიტეტს.
• ნახშირწყლები: ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით და ამით ყველა სისტემის მუშაობას აწესრიგებს.
• ცვილი: აქვს გამოხატული ბაქტერიციდული და შეხორცების თვისებები, რომლის წყალობით ჭრილობების შეხორცების პროცესს აჩქარებს.
• ლორწო: ხელს უწყობს ბრონქებიდან სისველის გაქრობას, ასევე ხსნის ანთებას.
• ნაცარი: აქრობს ანთებით კერებს; ახდენს ჭრილობების დეზინფექციას; აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს; ანელებს სისხლის შედედებას; ხელს უწყობს სისხლძარღვებში თრომბების გაწოვას.
• ფლავონოიდები: აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს; აწესრიგებს გულისცემას; აწესრიგებს არტერიულ წნევას; ხელს უწყობს ნაღველის წარმოქმნას.
• საპონინები: ხელს უწყობს ლორწოს გამოდევნას; აჩქარებს წყლულებისა და ჭრილობების შეხორცებას; აბრკოლებს სკლეროტიკული ფოლაქების წარმოქმნას; აძლიერებს შარდის გამოყოფას; ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
• კუმარინები: თრგუნავს სიმსივნური უჯრედების მეტასტაზების განვითარების უნარს, რაც აჩერებს სიმსივნის განვითარებას.
კლდისდუმის ფოთლებსა და ყვავილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნაყენის, წვენის, ჩაის, ნახარშის, საფენების, მალამოს სახით, ასევე გამოსავლებად.
უნდა მოერიდოთ შხამიანი კლდისდუმის გამოყენებას.
მცენარის გამოყენებამდე ჯობს კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.