დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ივლისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 4 ივლისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მთვარემფარველობს.
მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემდგომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – შესაძლებელია მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ემოციური ფონი სტაბილურია, ამიტომ ვერანაირი შემთხვევა თქვენზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ივლისი>>
ვერძი: შესაძლოა, სრულებით მოულოდნელი წყაროდან თანხა მიიღოთ. არაა გამორიცხული ცვლილებები სამუშაოზე, პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობის მხრივ. თუ ვინმეს დარწმუნებას მხოლოდ მომხიბვლელობით ეცდებით, არ გამოგივათ – ამისთვის დამაჯერებელი ფაქტები დაგჭირდებათ.
ზოდიაქო: ვის ელოდება წარმატება 2022 წლის ივლისში
კურო: სამსახურში მოგეჩვენებათ, რომ ირგვლივ მყოფები თქვენს წარმატებებს ვერ ხედავენ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით. სანამ რამეს იყიდით, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ნივთი, რომლის შეძენასაც აპირებთ. შესაძლოა, მოულოდნელად პაემანზე მიგიწვიონ – უარი არ თქვათ.
ტყუპი: პირადი ხასიათის ურთიერთობები ვერ აეწყობა. იფიქრებთ, რომ ირგვლივ მყოფებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს თქვენი მომხიბვლელობა. შესაძლოა, ახალი იდეები გაგიჩნდეთ და სახლში რაღაც ცვლილებები მოინდომოთ. ხართ მტკიცე განწყობით და ეს ბევრი საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: შეგიძლიათ ადამიანებს რამე საქციელისკენ უბიძგოთ, თუ მოისურვებთ, მაგრამ შინაგანი მერყეობა ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე. აქედან გამომდინარე, მიზნის მიღწევის ტემპი ნელი იქნება. თუ გაუმკლავდებით მერყეობას და თავდაჯერებული გახდებით, დღე ძალზე ნაყოფიერად ჩაივლის.
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: ძალიან კარგი დღეა საყიდლებისთვის. რასაც შეიძენთ, დიდხანს მოგანიჭებთ სიხარულს. სამსახურში კონფლიქტებმა შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ, ამიტომ დასახული მიზნების მიღწევა გაგიჭირდებათ. არაა გამორიცხული თანხის მიღება. ხელსაყრელი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის.
ქალწული: ურთიერთობები საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ძალზე ნაყოფიერად ჩაივლის. შეძლებთ საკუთარი უნარებისა და ცოდნის გამომჟღავნებას. შესაძლებელია საინტერესო წინადადების მიღება. პირად ცხოვრებაში ასეთი „უღრუბლო ცა“ არ იქნება – მოსალოდნელია პრობლემები.
სასწორი: თქვენი მომხიბვლელობა დღეს უკანა პლანზე გადავა, ამიტომ მიზნის მიღწევის გზაზე მხოლოდ ჭკუა–გონების იმედი უნდა გქონდეთ. დიდი ალბათობით, სამუშაოზე სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ. სჯობს, სასიყვარულო პაემანი გადადოთ –უარყოფითი ფიქრები საღამოთი ტკბობის საშუალებას არ მოგცემთ.
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში
მორიელი: არ ღირს არავისთან ურთიერთობების გამროკვევა. არცთუ ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისთვის. პარტნიორმა, შესაძლოა, სასიამოვნოდ გაგაოცოთ. იღბლიანად ჩაივლის შორ გზაზე წასვლა, თუ მეგობრებთან ერთად გაემგზავრებით. ახლოს იყავით ადამიანებთან, საკუთარ თავზე აიღეთ რამის ორგანიზება.
მშვილდოსანი: პარტნიორის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. ლამაზად ლაპარაკი არ ნიშნავს ლამაზად გაკეთებას. ვინც დაქირავებული მოსამსახურეა, სამუშაოზე ცვლილებები ელოდება. კარგი დროა იმისთვის, რომ აჩვენოთ თქვენი უნარები, ცოდნა, აქტიურად მუშაობის სურვილი.
თხის რქა: კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, დოკუმენტებზე ხელმოწერის, კონტრაქტების დადებისთვის. ვისაც ერთფეროვანი სამუშაო აქვს, შესაძლოა, მოისურვოს თავის მოსაწყენ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა. პირად ცხოვრებაში დადებითი მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი.
ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ნიშნები
მერწყული: სიყვარულის სფეროში მოვლენებმა შესაძლოა, შეგაშფოთოთ. თუ რამე ისე არ მიდის, როგორც გინდათ, სჯობს, სამუშაოზე გადაერთოთ – აქ წარმატება გელოდებათ. გაქვთ შანსი, რომ წინ ნახტომი გააკეთოთ და რამე პოზიტიური მიმართულებით შეცვალოთ. ეს დადებით შედეგებს მოიტანს.
თევზები: გაგიმართლებთ შემოქმედებით საქმიანობაში, მაგრამ სხვებთან ერთად მოქმედება უპრიანი იქნება, მარტო სასურველ შედეგებს ვერ მიიღებთ. კარგი დღეა ნაცნობობისთვის – არის შანსი, რომ ადამიანი მოგეწონოთ გარეგნულადაც და ხასიათის თვისებებითაც. შეხვედრა თქვენთვის მოულოდნელი იქნება.