დღეს 2022 წლის 28 ივნისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ნუ მიიტანთ გულთან ახლოს სხვების ნათქვამს თქვენზე, ასევე კრიტიკულად მოეკიდეთ გარშემომყოფების რჩევებს. ყველა სერიოზული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ. თავისუფალი დრო აქტიურ დასვენებას მიუძღვენით. ეს ენერგიით აგავსებთ და პოზიტიურად განგაწყობთ.
ვერძი: არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. დილით გაგიჭირდებათ ქაოსის თავიდან აცილება. სჯობს, ჩვეულ ამოცანებს მიხედოთ. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. გამოიკვეთება, რა უნდა გააკეთოთ და რა - გადადოთ. ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი.
კურო: თუ გინდათ უკეთესობისკენ ცვლილებები საქმიან სფეროში, გააქტიურდით და შეახსენეთ თავი ადამიანებს, რომლებთანაც ადრე თანამშრომლობდით. შესანიშნავი დროა ძველი კავშირების აღსადგენად. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. არაა გამორიცხული, რომ გაჩნდეს ახალი გეგმები მათი მონაწილეობით.
ტყუპი: საქმეზე თუ პირადი ხასიათის ნებისმიერი საუბრისთვის სერიოზულად მოემზადეთ. ნუ გექნებათ იმპროვიზაციების იმედი. წინასწარ მოფიქრებული არგუმენტები ბევრად დამაჯერებელი იქნება. შესაძლოა, გაგიჩნდეთ უჩვეულო იდეები ბიზნესთან დაკავშირებით. არაა გამორიცხული თანხის მიღება.
კირჩხიბი: ინტუიცია გიკარნახებთ, რომ დროა, ახალ საქმეს შეეჭიდოთ. დღეს თქვენი ბევრი წამოწყება იღბლიანი იქნება. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრებისთვის. დიდი მცდელობა რა დაგჭირდებათ, რომ ახალ ნაცნობებზე სათანადო შთაბეჭდილება მოახდინოთ.
ლომი: გაამახვილეთ ყურადღება რთულ საკითხებზე; შეგიძლიათ მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საკითხებს, რომლებსაც თავის დროზე ვერ გაუმკლავდით. პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება მუშაობაში. მიაღწევთ პროგრესს. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას, ცუდი განწყობა უკუაგდეთ.
ქალწული: ყოველგვარი მოკრძალების გარეშე გაუზიარეთ ირგვლივ მყოფებს თქვენი მიღწევები, იდეები, გეგმები. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა, შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება თქვენი საიმედო მოკავშირეები გახდნენ. მათ შორის შეიძლება იყვნენ გავლენიანი ადამიანებიც. ეცადეთ, პირადი ურთიერთობები არ გაამწვავოთ.
სასწორი: მოერიდეთ კამათს. არაა შესაფერისი დღე იმისთვის, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. რთული იქნება ურთიერთობები ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დღეა სწავლისა და დამოუკიდებლად მუშაობისთვის. მალე გაერკვევით რთულ საკითხებში. მოგვიანებით მოსალოდნელია კარგი სიახლის გაგება.
მორიელი: გააკეთეთ მნიშვნელოვანი საქმეები. სავარაუდოდ, საჭირო შედეგს სწრაფად ვერ მიიღებთ, მაგრამ მიზანზე უარს არ იტყვით და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ურთიერთობები, რომლებიც დაძაბულად ვითარდებოდა, დღეს უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ცხოვრებას.
მშვილდოსანი: აჩქარება არ ღირს, მშვიდი და ხელსაყრელი დღე გელოდებათ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება საქმიან სფეროში. კარგი დღეა საორგანიზაციო და იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად. გექნებათ მომგებიანი გარიგებების დადების შანსი.
თხის რქა: ფრთხილად იყავით და არ იჩქაროთ. ხელსაყრელი დღეა, მაგრამ არა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები გზადაგზა მიიღოთ. ეცადეთ, შეაგროვოთ მეტი ინფორმაცია, შეაფასოთ სხვადასხვა ვარიანტი. ყურადღება მიაქციეთ სახლის საქმეებს. არაა გამორიცხული ყოფითი პრობლემები. საღამოს კარგად ჩაივლის რომანტიკული შეხვედრა.
მერწყული: ეცადეთ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. პოზიტიური ტენდენციები დროთა განმავლობაში გაძლიერდება და ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ასევე ჰარმონიულად განვითარდება პირადი შეხვედრები.
თევზები: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და გამოიყენეთ ეს შანსი. დროს უქმად ნუ დაკარგავთ, წვრილმანებზე ნუ "ჩაიციკლებით". შეგიძლიათ ენდოთ ძველ და გამოცდილ პარტნიორებს, ახლებთან კი ფრთხილად იყავით. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ დღეს გაცნობილ ადამიანებზე. არაა გამორიცხული რომანტიკული გატაცება.