პლანეტების დიდი აღლუმი 24 ივნისს - რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს

2022 წლის 24 ივნისს საკმაოდ მნიშვნელოვანი კოსმოსური მოვლენა გველოდება – პლანეტების დიდი აღლუმი. მზის სისტემის შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება.
Sputnik
ბოლოს დიდი, იშვიათი და უნიკალური აღლუმი 2020 წლის 4 ივლისს მოხდა, როდესაც მზის სისტემის ცხრავე პლანეტა ერთ მწკრივში ჩადგა. ამ ტიპის აღლუმი მანამდე 1982 წელს იყო, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.
პლანეტების აღლუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტრონომიასა და ასტროლოგიაში. ასტრონომიულად ეს ნიშნავს პლანეტების ერთ რიგში გამწკრივებას, ანუ ციური სხეულები – რამდენიმე ან ყველა – მზიდან ერთმანეთთან შედარებით სიახლოვეში, ერთ მხარესა და ერთ მწკრივში ეწყობიან. პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე, არის მცირე და დიდი აღლუმები.
მცირე აღლუმებია, როდესაც ერთ მწკრივში სამი ან ოთხი პლანეტა განლაგდება, ხოლო დიდი აღლუმის დროს მწკრივში ხუთი და მეტი პლანეტა დგება.
24 ივნისს ერთ რიგში აღმოჩნდება მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ასტროლოგების განცხადებით, ეს მოვლენა შეიძლება აისახოს ადამიანების ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაზე.
თითოეულ პლანეტას თავისი ენერგეტიკა აქვს და ის ადამიანზე თავისებურად მოქმედებს. როდესაც ყველა მნიშვნელოვანი პლანეტა ერთ რიგში აღმოჩნდება, ისინი მაქსიმალურად კონცენტრირებულ ენერგეტიკულ ნაკადს გზავნიან. ასეთ პერიოდებში არის შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად შევცვალოთ ჩვენი ბედი.
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>
ივნისი წარმატებების მძლავრი ტალღით არის დამუხტული. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, დაახლოებით 2021 წლის ნოემბრიდან ადამიანების უმეტესობა გრძნობდა ძალისგან გამოფიტვას, მოტივაციის არქონას, მოქმედების სურვილის ჩაქრობას. ახლა ოცნებისკენ გადადგმული თუნდაც ყველაზე პატარა ნაბიჯი პლანეტების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. აქტიური ადამიანები აუცილებლად მიიღებენ დადებით შედეგს უახლოეს პერიოდში
ასტროლოგების ზოგადი რჩევები ამ მოვლენის ნეგატიური გავლენისგან თავდასაცავად
პლანეტების აღლუმის პერიოდში მოსალოდნელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა. მხიარულება უცბად შეიძლება შეიცვალოს სევდით, აღფრთოვანება – აპათიით. ამის გამო არ ინერვიულოთ, თუ გაქვთ საშუალება, ეცადეთ დაისვენოთ.
მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილები, არტერიული მაღალი ან დაბალი წნევა, თავბრუსხვევა. აქედან გამომდინარე, მოიმარაგეთ შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები, მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას.
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
ასეთ პერიოდებში მწვავდება ადამიანების პირადი თვისებები. სწორედ ამ დღეებში შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ რას წარმოადგენს. ეს კიდევ ყველაფერი არაა, ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ პლანეტების აღლუმი ამ პერიოდში დაბადებულ ბავშვებზეც მოქმედებს – ამ დღეებში დაბადებულებს თავიანთი ნიშნის, ანუ კირჩხიბის მკაფიო თვისებები ექნებათ.
ამ დღეებში გამძაფრდება ემოციები და გრძნობები. საუბარია როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ემოციებზე. ასტროლოგების რჩევაა, არ გამოვამჟღავნოთ აგრესია, წყენა, არ ჩავებათ კონფლიქტებში, თავი ხელში ავიყვანოთ და ვიყოთ მომთმენი ირგვლივ მყოფების მიმართ. დროთა განმავლობაში პლანეტების გავლენა შესუსტდება და ემოციურობაც ნორმას დაუბრუნდება, ხოლო ჩხუბი და კონფლიქტი და მათი შედეგები, სამწუხაროდ, დიდხანს გაგყვებათ.
არის კარგი სიახლეც: პლანეტების შერეულმა ენერგეტიკამ კრეატიული იდეებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი.
შესაძლებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ირგვლივ მყოფებს შორის უსიამოვნო ადამიანების ჩამოშორება, ასევე კარგი დროა დიეტის დასაწყებად.
ძალიან სასარგებლო იქნება ამ დღეს დილით ადრე ადგომა, შხაპის მიღება და ამით წარმოდგენა, რომ ყველანაირ ნეგატივსა და სენს ჩამოვიბანთ, მედიტაცია, სურვილის ჩათქმა – აუცილებელია ქაღალდზე ამის დაწერა.
ასტროლოგიური მოვლენის ნეგატივის მინიმიზირებისთვის საჭიროა მცდელობა, რომ 24 ივნისიდან თვის ბოლომდე უფრო სრულყოფილი გავხდეთ, განვიმტკიცოთ ფინანსური მდგომარეობა, არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მოვუსმინოთ ინტუიციას, გავაკონტროლოთ ემოციები.
პლანეტების აღლუმი და ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები: ვის რომელ სფეროში ელოდება წარმატება და საბედისწერო მოვლენები
ვერძი: თქვენთვის ეს ფინანსები და პერსონალური შემოსავლებია. თუ არასასურველი სამუშაო გაქვთ, სადაც გრძნობთ, რომ არ გაფასებენ სათანადოდ, დაგზავნეთ რეზიუმეები, არ შეუშინდეთ გასაუბრებებს – პლანეტები წარმატებებს გპირდებიან.
კურო: თქვენთვის ყველა ფრონტზე კარმული გარდაქმნების პერიოდი მიმდინარეობს. პირველ რიგში, მიხედეთ საკუთარ თავს, გარეგნობას, ჯანმრთელობას. დაფიქრდით, ვინ გინდათ იყოთ, რა მიზანი გაქვთ. დეტალური ნაბიჯები დაგეგმეთ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე და დღესვე დაიწყეთ მოქმედება.
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ>>
ტყუპი: ჩაიხედეთ თქვენს ქვეცნობიერში. ყველაზე მეტი წარმატება ელოდება მას, ვინც გადაწყვეტს გახდეს ფსიქოლოგი, ან ქველმოქმედებას მოინდომებს. იღბალი სახლიდან შორს, სხვა ქვეყნებში გელოდებათ, იქნებ უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ?
კირჩხიბი: მხარდაჭერა უნდა ეძებოთ გუნდსა და სოციალურ ჯგუფებში. ეწვიეთ კონფერენციას ან რამე მსგავს ღონისძიებას, სადაც თქვენი თანამოაზრეები იქნებიან შეკრებილი. იქ შეხვდებით წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რაც თქვენთვის უდავოდ დადებით შედეგებს მოიტანს. ასევე შეიძლება შეიძინოთ ახალი მეგობრები.
ლომი: თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმები მალე რეალობა გახდება. ოცნებობდით ახალ თანამდებობაზე? მიიღებთ. დაქორწინება გინდოდათ? დაქორწინდებით. დამსახურებულ ჯილდოს ელოდებოდით? წარმატება აქაც იქნება. მთავარია, პასიური არ იყოთ ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე წარმოგედგინათ.
ქალწული: თუ რომელიმე სფეროში ექსპერტი ხართ, დაფიქრდით, იქნებ მასწავლებლობა დაიწყოთ. ახლა კმაყოფილებასა და აღიარებას მიიღებთ ღონისძიებებზე გამოსვლით, მათ შორის, ონლაინ. კარგი იქნება საერთაშორისო ბიზნესში ჩაბმა. მოსალოდნელია სასამართლო დავების (თუ ასეთი გაქვთ) დასრულება.
ფინანსურად იღბლიანი კვირის დღეები და თვის რიცხვები – ისარგებლეთ მთვარის კალენდრით>>
სასწორი: გელოდებათ კარგი შემოსავლები და არც დიდი ფულის ჩადებაა გამორიცხული თქვენს პერსონაში. თუ ბიზნესზე ოცნებობთ და სახსრები არ გაგაჩნიათ მის დასაწყებად, მოძებნეთ ინვესტორი. მას ადვილად იპოვით. ვინც შვილზე ოცნებობს, არაა გამორიცხული, რომ ის სწორედ ახლა ჩაისახოს.
მორიელი: კუროების მსგავსად, საბედისწერო პერიოდი გაქვთ. ძლიერი ცვლილებები შეიძლება შეეხოს თქვენ გარემოცვას, თქვენს კლიენტებს, პირად ცხოვრებას. თუ მარტოხელა ხართ, მზად იყავით – საბედისწერო ნაცნობობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.
მშვილდოსანი: თუ ბოლო დროს გრძნობდით, რომ ყველაფერი გაჩერებული იყო და ყოველი დღე ამ ე.წ. უძრაობაში გადიოდა. არ მოჰქონდა არანაირი ახალი შთაბეჭდილება, პლანეტების აღლუმი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. ენერგიის მძლავრი ტალღა დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი სამუშაო, დაიმუხტოთ ახალი ენერგიით.
თხის რქა: მშრომელ თხის რქებს პლანეტების აღლუმისგან მოულოდნელი სიყვარული ელოდებათ. მათ მკაცრ სახეებზე იდუმალებით აღსავსე ღიმილი გამოიკვეთება. თუ შვილზე ოცნებობთ, ეს პერიოდი ამის შანსს მოგცემთ. თუ ეს სენტიმენტები არ გაინტერესებთ, მაშინ სამუშაოსა და ბიზნესში გელოდებათ წარმატებები.
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>
მერწყული: ოჯახი და ნათესავები – აი, თქვენი რესურსი და სწორედ ახლა შეიძლება იგრძნოთ ეს ისე, როგორც არასდროს. წარმატება ახლა თქვენს მშობლიურ მხარეში გელოდებათ. ბევრი თქვენგანი შეძლებს უძრავი ქონების ყიდვას ან გაყიდვას, თან ასეთი რამ შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოხდეს.
თევზები: თევზებს იღბალი მგზავრობასა და მივლინებაში ელოდებათ. ნუ დასხდებით სახლში, არ დაიზაროთ და ეწვიეთ რამე ღონისძიებას, გაიცანით საინტერესო ადამიანები. ეს კონტაქტები უახლოეს მომავალში ძალიან გამოგადგებათ.