დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 23 ივნისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ნუ გექნებათ მწვავე რეაგირება მცირე გაუგებრობებსა და უიღბლო დამთხვევებზე, მშვიდად შეხვდით კრიტიკულ შენიშვნებს. შესაძლებელია ძველი უთანხმოებების გამწვავება. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და საღამო სასიამოვნოდ ჩაივლის, წყენა და კამათი წარსულს ჩაბარდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივნისი>>
ვერძი: დილით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რადგან შეიძლება ცუდი გავლენის ქვეშ მოექცეთ, დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს. დაიცადეთ და მალე ცხადი გახდება, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი დრო იქნება სწავლის, შემოქმედებისა და ზოგადად საქმიანობისთვის.
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს
კურო: დღეს სამუშაო საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. ის დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კარგი დღეა მოლაპარაკებების, საკამათო საკითხების განხილვისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკს. ყველაფერი კარგად აეწყობა, თუ ფრთხილად და ყურადღებით იმოამედებთ.
ტყუპი: შეიძლება მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრების დანიშვნა. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალ ნაცნობებზე. მიღწეული წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. არაა გამორიცხული საინტერესო წინადადების მიღება. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. ბევრს ელოდება რომანტიკული სიურპრიზები.
კირჩხიბი: ხელსაყრელი, თუმცა საკმაოდ მშფოთვარე დღე გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებების მიღება, მათ შორის იმ სფეროებში, რომლებმაც ბოლო დროს დაგაინტერესათ. არაა გამორიცხული თანხის მიღება. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ. არ იჩქაროთ სპონტანურად რამის ყიდვა.
ზოდიაქოს ყველაზე უდრეკი და შეუპოვარი ნიშნები
ლომი: ნუ დაელოდებით, რომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს მარტივად მოძებნით. დრო დაგჭირდებათ სიტუაციაში გასარკვევად. მოუსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს. კარგი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. ამისთვის ბევრის გაკეთება არ დაგჭირდებათ – უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ.
ქალწული: დილით სამუშაოზე ინიციატივა გამოიჩინეთ. გაქვთ დიდი წარმატებების მიღწევის შანსი. მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებების დადება. თუ სწორად მოიქცევით, შეძლებთ შემოსავლების გაზრდას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება დაუთმეთ პირად ურთიერთობებს. ახლობლებთან შეხვედრები სასიამოვნოდ ჩაივლის.
სასწორი: შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა საქმიანობაში, მაგრამ ამისთვის შრომა მოგიწევთ. ეს უკვალოდ არ ჩაივლის. გაუმჯობესდება საქმიანი ურთიერთობები. დაინახავთ, რომ კოლეგები, ხელმძღვანელობა მხარს გიჭერენ. კარგი დღეა მგზავრობისთვის ახლობლებთან ერთად – უამრავი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"
მორიელი: გააკონტროლეთ თავი. შესაძლოა, დაძაბული დღე იყოს განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამოუკიდებლად მუშაობას არის მიჩვეული. გარშემომყოფები ჩაერევიან თქვენს საქმეებში და ეს გაგაღიზიანებთ. კარგი იქნება, თუ ემოციებს მოერევით. გარიგებების დადება, რამის ყიდვა დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ.
მშვილდოსანი: დღის პირველ ნახევარში არ აჰყვეთ პროვოკაციებს. რთული პერიოდია ურთიერთობების თვალსაზრისით. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ირგვლივ მყოფებთან. მოგვიანებით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დადგება კარგი დრო ინიციატივის გამოსაჩენად საქმიანობასა და პირად ურთიერთობებში.
თხის რქა: სიმშვიდის შენბარჩუნება რთული იქნება. გაჩნდება რთული, დაუყოვნებლივ გადასაჭრელი ამოცანები, ბევრი იქნება კამათი და უთანხმოება გარშემომყოფებთან. ასევე იქნება მოულოდნელი მოვლენები, რაც გეგმებს შეგაცვლევინებთ. მაგრამ სასიამოვნო მომენტებიც გელოდებათ – ურთიერთობები მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან.
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: დაფიქრდით, რისი შეცვლა გინდათ ცხოვრებაში. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გადადგათ პირველი ნაბიჯები ახალი მიზნისკენ. კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა საქმიან და პირად ურთიერთობებში. გელოდებათ კარგი სიახლეები, ასევე საინტერესო წინადადების მიღება. დათანხმდეთ თუ არა, ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
თევზები: მნიშვნელოვანია, რომ დადებითად დილიდანვე განეწყოთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, უსიამოვნო მოგონებები მოგეძალოთ და ამის გამო გაღიზიანდეთ. ეცადეთ, არა სირთულეებიმ, არამედ ახალი შესაძლებლობები დაინახოთ, რომლებიც დღეს უხვად გაჩნდება. დღის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესად ჩაივლის.