ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,67%-ით შემცირდა და 84,62 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,07%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,48%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,52% მოგებით 99,48 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,52 პუნქტის ფასით, 8,31% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,16%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,82%-ით შემცირდა 84,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,22%-ს.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>>
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,07%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,54 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 497 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,48–16,6 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 5,11%-ით და ერთ აქციაზე 6,32 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 484 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,31–6,78 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,82%-ით შემცირდა 14,04 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 133 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,0–14,8 ფუნტის დიაპაზონში.