დღეს 2022 წლის 13 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს მშფოთვარე ემოციური ფონი ცხოვრების ყველა სფეროში იჩენს თავს. სამუშაოდან პირად ცხოვრებამდე წინა პლანზე გამოვა სურვილები და არა გონება. ისე, როგორც არასდროს, ადვილი იქნება წამიერ ვნებებზე აყოლა და ძალიან რთული – ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
გარდა ამისა, არის სხვების ზეგავლენის ქვეშ მოქცევის რისკი. ამიტომ მოერიდეთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და მათ, ვისთან ურთიერთობებიც არ გსიამოვნებთ.
ვერძი: მოსალოდნელია რაღაც სიახლის გაგება, რომლის გამოც გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სამუშაო, ისე პირად საკითხებს. მოგიწევთ დაგეგმილის გადახედვა. არაა გამორიცხული, რომ დიდი დრო დაკარგოთ სიახლის განხილვაზე, ამიტომ გეგმის შესრულება გაგიჭირდეთ.
კურო: მტკიცე მოქმედებების დროა. დროა, ბრძოლაში ჩაებათ და გაიმარჯვოთ. ხართ მიზანსწრაფული, გულადი, მამაცი. ბრძოლის სულისკვეთების წყალობით შეგიძლიათ გარშემომყოფების მოსაზრებებს წინ აღუდგეთ და საკუთარი თვალსაზრისი დაიცვათ. ამის შედეგად გამარჯვებას მიაღწევთ.
ტყუპი: ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ეჭვი გაგიჩნდეთ; წვრილმანების გადაწყვეტაც კი გაგიჭირდეთ მერყეობის გამო. ამას თავისი პლუსიც ექნება – არ იმოქმედებთ დაუფიქრებლად. ამის წყალობით დღეს შეცდომებისგან, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად დაზღვეული ხართ.
კირჩხიბი: ვითარების გამო შეიძლება იმ საქმეებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც დიდი ხანია, გადადეთ. თუ დღეს ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა, არც არასდროს აღარ გააკეთოთ. ასე რომ, ნუ მოუძებნით თქვენს სიზარმაცეს გამართლებას. არაფერი ისე არ უშლის ხელს წინსვლას, როგორც დაგროვებული საქმეები.
ლომი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ნიჭს აუცილებლად აჩვენებთ. შეგიძლიათ გარშემომყოფებს თავი საუკეთესო მხრიდან წარუდგინოთ. საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენთ უცნობ ადამიანებზეც. ასე რომ, თუ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები გელოდებათ, ამაზე საუკეთესო დროს ვერ ნახავთ.
ქალწული: შესაძლოა, ურთიერთობები გაგიჭირდეთ, მათ შორის, ახლობლებთან, კოლეგებთან. თუ ვითარების გამო სამუშაოზე თქვენი იდეების წარდგენა დაგჭირდათ, არაა გამორიცხული, რომ თავი უხერხულად იგრძნოთ. ამის ობიექტური მიზეზები კი არა გაქვთ. გარშემომყოფები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან.
სასწორი: თუ მოინდომებთ, არასტანდარტული იდეების გენერატორი გახდებით. არაა აუცილებელი, ხელოვანი იყოთ. ნებისმიერ საქმეში გამოიჩენთ კრეატიულობას. იქ კი, სადაც ზუსტი მეცნიერებებია საჭირო, მაგალიათად, ბუღალტერია, სჯობს, სტრატეგიაზე იფიქროთ და არა ციფრების დაჯამებაზე.
მორიელი: ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენს თანხას ეხება საქმე თუ სხვისას. დღე დიდი ხარჯებისკენ, ავანტიურული საქმეებისკენ გიბიძგებთ. ამის გამო ბევრი თანხის დახარჯვის დიდი რისკია. დღეს ფულთან დაკავშირებულ არანაირ საქმეს „სათოფეზეც“ არ უნდა გაეკაროთ.
მშვილდოსანი: თქვენი ტვინი დღეს მკაფიოდ და შესანიშნავად იმუშავებს. ყველაფერი კარგად გამოგივათ, რასაც არ უნდა შეეჭიდოთ. ნებისმიერ საქმეში რამდენი სვლა წინასწარ გექნებათ გათვლილი. ეს დაგეხმარებათ, რომ იმოქმედოთ მტკიცედ, შეცდომების გარეშე და გამარჯვება მოიპოვოთ იქ, სადაც ამას არავინ ელოდება.
თხის რქა: ემოციური დღეა და ეს ემოციები უპირატესად სასიამოვნო იქნება. მოსალოდნელია სასიხარულო მოვლენები. მათ შორის შეიძლება იყოს კარიერული წინსვლა, სასიხარულო ინფორმაციის მიღება. ოღონდ ემოციების გამო დაგეგმილი საქმეების გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
მერწყული: მოუსმინეთ ინტუიციას – ის არ დაგაღალატებთ. გაქვთ კარიერული წინსვლის შანსი, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებთ, თუ გულით იმოქმედებთ და არა გონებით – ლოგიკური გადაწყვეტილებებისთვის, შესაძლოა, ინფორმაცია არასაკმარისი იყოს, ხოლო ქვეცნობიერი სათანადო სიმაღლეზე იქნება.
თევზები: გაქვთ შანსი, რომ ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალოთ. სჯობს, ყოფიერებაში სიახლეები შეიტანოთ. შესაძლოა, ახალი იდეებისთვის სულ მცირე რამის გაკეთება იყოს საჭირო, მაგალითად, ავეჯის გადაადგილება, გარდერობის განახლება, მაგრამ ეს მრავლისმთქმელ შედეგს მოიტანს.