თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.
რაც შეეხება იმ ადვოკატებს, ვისაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან სხვა მიზეზით ვერ დაჯავშნიან ვიზიტს, ისინი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრას აქამდე არსებული სტანდარტული პროცედურის გავლით შეძლებენ.
„ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი. პორტალის ეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგსაც“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ამ ეტაპზე პორტალი საპილოტო რეჟიმში მხოლოდ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.
ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალის მისამართია: https://penitentiary.gba.ge/; ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: 511