თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena შეკვეთილში საკონცერტო სეზონს აგვისტოში გახსნის.
6 აგვისტოს გახსნაზე დაუკრავს ნიუ-იორკელი დიჯეი და პროდიუსერი მეტ კეინსი (Matt Caines), ფესტივალ Art With Me-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. ის წარდგება მუსიკოსთა პარკის სოციალურ სივრცეში, Black Sea Arena-ს საკონცერტო მოედანთან.
14 აგვისტოს იქვე დაგეგმილია ამერიკელი მომღერლის, მულტიინსტრუმენტალისტისა და კომპოზიტორის, ალენ ჰალსის (Allen Hulsey) კონცერტი.
მომღერალი ალენ ჰალსი
© Courtesy of Allen Hulsey
15 აგვისტოს წარდგება ცნობილი ფრანგული დისკო-პოპ ჯგუფი L'Impératrice. მათი კონცერტი გაიმართება Front Stage-ზე. ეს Black Sea Arena-ს ექსპერიმენტული მოედანია, რომელიც ღია სიც ქვეშ მდებარეობს.
მეორე დღეს, 16 აგვისტოს, გაიმართება ბრიტანელი პროდიუსერისა და დიჯეის, ლი ბერიჯის (Lee Burridge) საღამო.
ფრანგული ჯგუფი L'Impératrice
© Courtesy of L'Impératrice
20 აგვისტოს მუსიკოსთა პარკის სოციალური სივრცის სტუმრების წინაშე წარდგება იამაიკელ-ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი დაიანა კინგი ( Diana King). მრავალფეროვან საღამოს ელექტრონული მუსიკის სამყაროში ცნობილი ჯგუფი Henry Saiz & The Band დახურავს.
25 აგვისტოს სოციალურ სივრცეში იტალიელი დუეტი Agents Of Time გამოვა.
სოციალური სივრცე მუსიკოსთა პარკში, Black Sea Arena-ის მიმდებარედ შექმნილი სივრცეა, რომლის მიზანიც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით ერთმანეთსა და გარემოზე ზრუნვას მოიცავს.
ტრადიციულად, შეკვეთილისკენ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ავტობუსის რეისები დაინიშნება.
ბილეთების გაყიდვა სოციალური სივრცის ვებგვერდზე უკვე დაიწყო.