„კინაღამ აღმოვჩნდი, ოღონდ სრულიად უცხო ადამიანისგან, ძალადობის მსხვერპლი. 13 ივნისს, როცა დიმა ობოლაძე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ იყო ნიღბების სამმაგ ფასში გაყიდვის შემთხვევები და ასევე ტაქსისტებისგან გაზრდილი ტარიფები, დავწერე პოსტი. პირად გვერდზე გამომეხმაურა ადამიანი, რომელიც იგინებოდა. ვიფიქრე, რომ შევეშალე, მაგრამ, არ შემეშალეო. ვხედავ, მამრობითი სქესია. აღმოჩნდა ტაქსისტი, რომელმაც თავისი ეს საქციელი გაამართლა. ერთი თვის განმავლობაში ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ დამებლოკა. მემუქრებოდა“, – აღნიშნა მომღერალმა.
„დაიბარეს. ისეთ დიდ გულზე მწერდა, ზუსტად ვიცოდი, რომ მშიშარა იქნებოდა. ვთხოვე წარმომადგენლებს, ვინც ჩაიბარა ჩემი განცხადება, შემახვედრეთ-მეთქი. ისეთი ლაჩარი ამოვიდა კიბეებზე, ჩია, სუსტი. შევხედე თვალებში და ვკითხე, შენ ის კაცი ხარ, ვინც ამას წერდი-მეთქი? აი, ეს მინდოდა მენახა-მეთქი“, – გაიხსენა მომღერალმა.