რუსეთი ახალ სამყაროს აშენებს. ძველის განადგურებას დასავლეთი თავადაც ახერხებს

Sputnik
ირინა ალქსნისი
ყოველდღიურად ისმის ახალი ამბები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების არა უბრალოდ მშვიდობიან ცხოვრებასთან დაბრუნების შესახებ, არამედ რუსეთთან ინტეგრაციისა და კოოპერაციის ხარისხობრივად ახალ დონეზე სწრაფად გადაწყობის შესახებ.
მუშაობა განაახლა მარიუპოლის ნავსადგურმა. თავად ქალაქის აღსადგენად, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისგან ძლიერ დაზარალდა, რუსეთმა სერიოზული ძალები მიმართა.
მელიტოპოლის – ზაპოროჟიეს ოლქის დროებითი დედაქალაქის სკოლები ახალი სასწავლო წლიდან რუსულ ენაზე და შეფასების ხუთქულიან სისტემაზე გადავლენ. იქვე რუსეთის რეგიონის მცხოვრებთ გადასცემენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პირველ პასპორტებს.
დასავლეთმა უკრაინაში შექმნა სამხედრო ტიტანი, რომელიც მას დაღუპავს
სერგეი შოიგუმ განაცხადა რუსეთს, დონბასს, უკრაინასა და ყირიმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. მინისტრმა დასძინა, რომ მარიუპოლში, ბერდიანსკსა და ხერსონში ტვირთების ჩატანა უკვე დაიწყო.
ტერიტორიების რუბლის ზონაში, რუსულ მობილურ კავშირებსა და ინტერნეტზე გადასვლა დიდი ხანია ცნობილია. რუსი მაღალჩინოსნების მგზავრობა რესპუბლიკებში, ხერსონსა და მელიტოპოლში ყოველდღიურობად იქცა. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ დაიწყო მზადება რეფერენდუმისთვის ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ინფორმაციისა, რომელიც იძლევა საბაბს, იამაყო ქვეყნით: სადაც არ უნდა მივიდეს რუსეთი, ის იწყებს დახმარებას, შენებას, აღდგენას, განვითარებას.
თუმცა მიმდინარე მოვლენებს აქვს მეორე, არა ამდენად თვალშისაცემი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი.
ერდოღანი აიძულებს ფინეთსა და შვედეთს, საჯაროდ დაიმცირონ თავი
ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ და სახიფათო მსოფლიო სისტემის ღრმა ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ თვალწინ ქრება ორგანიზაციები და არსებობას წყვეტს პროცესები, რომლებიც თითქმის რვა ათწლეული იყო საბაზო ადამიანების ცივილიზაციისთვის. სისტემური კრიზისი ვრცელდება სულ უფრო მეტ სფეროზე, სამყაროს მომავლის პროგნოზები კი შავ-ბნელია.
ამასთან, რუსეთის ყველაზე არაკეთილმოსურნე ქვეყნები აღიარებენ, რომ რუსეთი მიმდინარე პროცესებში თავდაჯერებულია და ავლენს შესაძლებლობებს არა უბრალოდ სხვებზე უკეთ გადაიტანოს ახლანდელი პერიოდი, არამედ ერთ-ერთი გლობალური გამარჯვებული გახდეს.
უკვე მრავალი წელია საუბრობენ იმაზე, რომ ერთპოლარულმა მსოფლიომ თავი ამოწურა, გლობალური სისტემა დეგრადირებულია, აშშ (და დასავლეთი) ბოროტად იყენებს ჰეგემონის მდგომარეობას, ამიტომ საჭიროა რაიმე ახლის შენება, რომელიც რეალობებს შეეფერება. ამასთან, ნათელია, რომ ახლის აშენებამდე საჭიროა ძველის დანგრევა.
რუსული ხედვა: უკრაინაში „თეთრი ჩაფხუტებისთვის“ სცენარი მზადაა
ბოლო წლებში აშშ-ისა და ევროპის მხრიდან გახშირდა ბრალდებები რუსეთის მისამართით დესტრუქციულ ქმედებებში, რომლებიც იწვევს „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის“ რღვევას.
მაგრამ მოსკოვს არასდროს დაუხარჯავს რესურსები ნგრევაზე. ორი ათწლეულის წინ მან აირჩია ახლის შენების სტრატეგია ისე, რომ შეძლებისდაგვარად არ გამოეწვია კონფლიქტი არსებულ მსოფლიო სისტემასთან. მაგრამ როდესაც რღვევა დაჩქარდა, მომრავლდა ახალი სტრუქტურები და პროცესები. მაგალითად, BRICS, SCO, CSTO და მრავალი სხვა ორგანიზაცია, ინიციირებული რუსეთის მიერ, წლობით იყო დაცინვის ობიექტი, ვიდრე არ გაირკვა, რომ ისინი რეალურად მომუშავე და შთამბეჭდავ ძალად ჩამოყალიბდნენ.
ძველის რღვევას წარმატებით უმკლავდება თავად დასავლეთი. ირონიულია, რომ, თავისი წარმოდგენით, ის თავგამოდებით იცავს სისტემას, რომლის მთავარ ბენეფიციარსაც წარმოადგენს, თუმცა სინამდვილეში მის დასასრულს აახლოებს. სანქციების ბაკქანალია ამას განსაკუთრებით ნათლად აჩვენებს.
დასავლეთმა რუსეთს ჭკუა ასწავლა. დროა, გაკეთდეს სასარგებლო დასკვნა
რასაკვირველია, ეს მომაკვდავი ძველისა და ახალი სამყაროების ყოველგვარი შეტაკების გარეშე შეუძლებელია. უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაც ამის დასტურია. დასავლეთმა სიტუაციას უბიძგა ზღვარისკენ, რომლის გადაკვეთის უფლებასაც რუსეთი ვერავის მისცემდა.
მაგრამ მოსკოვი საკუთარი თავის ერთგული დარჩა. ვიდრე ევროპა და აშშ კიევის ხელისუფლებასთან ერთად ანადგურებენ უკრაინას და მასთან ერთად საკუთარ ეკონომიკებსაც, დევიზით „მთავარია პუტინმა არ გაიმარჯვოს“, რუსეთი ამჯობინებს რესურსები გათავისუფლებული ტერიტორიებისკენ მიმართოს.
ვნახოთ, ვისი სტრატეგია აღმოჩნდება უფრო ეფექტური.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე