მსოფლიო დღეს

განმარტება ვეტოს გამოყენებაზე: გაერომ რუსეთსა და ჩინეთს პასუხი მოსთხოვა

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გენერალურმა ასამბლეამ პირველად გამოიყენა აპრილში მიღებული რეზოლუცია, რომელიც მას აძლევს უფლებას, შეიკრიბოს 10 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ვეტოს დაადებს კონკრეტულ რეზოლუციას, რათა მოისმინოს განმარტებები, იუწყება გაეროს პრეს-სამსახური.
მანამდე, 26 მაისს გაეროს უშიშროების საბჭომ, რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს გამო, ვერ მიიღო რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. საბჭოს ყველა სხვა წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, დაგმობილი იყო 24 მარტს ფხენიანის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება.
მსოფლიო დღეს
გენერალური ასამბლეა ვეტოს შემთხვევაშიც უნდა შეიკრიბოს: გაეროში რეზოლუციის პროექტი შევიდა
გენასამბლეის თავმჯდომარემ აბდულა შაჰიდმა მოუწოდა დისკუსიის მონაწილეებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების საკითხისადმი, ასევე მხარი დაუჭირონ ატომის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ევსტინეევამ განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი რუსეთმა 26 მაისს შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს ჩრდილოეთ კორეის შესახებ.
მისი თქმით, მოსკოვს მიაჩნია, რომ ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ამ ქვეყანაში.

„პრინციპში, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ახალი სანქციების შემოღების გზა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ — ეს ჩიხია“, — თქვა დიპლომატმა.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჩჟან ცზუნმა.
მისი თქმით, უპრეცედენტო სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობაზე, ხოლო მათი გამკაცრება სასურველ შედეგებს კი არ მოიტანს, არამედ კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყნის მცხოვრებთა ისედაც მძიმე მდგომარეობას.