დღეს 2022 წლის 9 ივნისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღევანდელი დღე შეიძლება ხაფანგს გვიგებდეს - ბრწყინვალე იდეები გაჩნდეს, მაგრამ მათი დეტალურად განხილვის შემდეგ ცხადი გახდეს, რომ ეს იდეები მხოლოდ გარედან ბრწყინავს და ისე არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებით - არ ჩადოთ ინვესტიციები, საყიდლებზე გააკონტროლეთ საფულე.
ვერძი: ჰარმონიისა და სიყვარულის დღეა. სიხარულის განცდა გექნებათ მიუხედავად იმისა, გაქვთ ამის საბაბი თუ არა. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს მარტოხელებს ბედმა რომანტიკული სიურპრიზი მოგიმზადოთ და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ.
კურო: საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ დრო საყვარელ ადამიანთან, ახლობლებთან ერთად გაატაროთ. შეგიძლიათ იშოპინგოთ, მიიღოთ სურნელოვანი აბაზანა. რაც შეეხება მუშაობას, დღეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე გამოგივიდეთ. ამიტომ უბრალოდ დატკბით ცხოვრებით.
ტყუპი: დღეს ორატორული ნიჭის წყალობით დიდი სირთულე არ იქნება გარშემომყოფების დარწმუნება თქვენს სიმართლეში ან რამე ავანტიურულ იდეაში. ხანდახან აზვიადებთ რაღაცას, აკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, მაგრამ თქვენი იდეები სწორედ თავისი ფანტასტიკურობით იქნება მომხიბლავი.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება საკმაოდ ღირებული იდეები მოგივიდეთ, მაგრამ ვარსკვლავები მათ განხორციელებას არ გირჩევენ, ასევე არ გირჩევენ მათ დავიწყებას - ამისთვის შესაფერისი დრო მოგვიანებით შეიძლება დადგეს. შესაძლოა, ერთ დღეს მიუბრუნდეთ ამ იდეებს და ყველაფერი კარგად დაგეგმოთ.
ლომი: ემოციებით სავსე დღეა. ერთ წუთს რომ გაიცინებთ, მეორე წუთს შეიძლება ცრემლი წამოგივიდეთ. ეს რთული ასატანი იქნება გარშემომყოფებისთვის, რადგან ემოციები შეიძლება მათ „ტყავზე გამოსცადოთ“. თუ თავს ხელში აიყვანთ, ემოციები შეგიძლიათ იარაღად აქციოთ და მიზნებს მიაღწიოთ.
ქალწული: ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით ფინანსურ თემებში. შესაძლოა, რაღაც საკითხის გადასაწყვეტად ინფორმაცია არ გყოფნიდეთ. რეპუტაცია და საფულე რომ არ დააზარალოთ, არ შეეჭიდოთ ისეთ საქმეს, რომელიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. რისკი არსებობს მარტივ საკითხებშიც.
სასწორი: არ ღირს არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა, რადგან შესაძლოა, სასურველი რეალობად მიიღოთ. სწორედ ამიტომ უნდა დაიცადოთ ერთი–ორი დღე და შემდეგ იმოქმედოთ. დანარჩენს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი დღეა, შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით.
მორიელი: ყველანაირად უნდა ეცადოთ და მტკიცედ იდგეთ, რათა გარშემომყოფებმა დამატებითი სამუშაოთი არ დაგტვირთონ. ხელმძღვანელობას ან კოლეგებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ თქვენთვის სხვა ვალდებულებების დაკისრებაც შეიძლება. მოამზადეთ თავაზიანი სიტყვები და თქვით„არა".
მშვილდოსანი: შეიძლება ცდუნების წინაშე დადგეთ – რამე წინადადება შემოგთავაზონ, ან საწინააღმდეგო სქესის სიმპათიურ წარმომადგენელს შეხვდეთ, ან მოგინდეთ, რამე აკრძალულს „გაჰკრათ კბილი". ყველაფერი აწონ–დაწონეთ, იქნებ, ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი რამაა დამოკიდებული?
თხის რქა: ვითარებამ თქვენგან, შესაძლოა, პროფესიონალიზმის მთელი მასშტაბით ჩვენება მოითხოვოს სხვადასხვა საკითხში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის ან საკუთარი თავისთვის თქვენი კომპეტენტურობის დამტკიცება. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამის ძალა შეგწევთ.
მერწყული: სულიერი ჰარმონიის დღეა. საქმეები იოლად გამოგივათ, ზოგი პრობლემა თავისთავად გადაწყდება. გაქვთ „მზიანი" გაწყობა, რომელიც ირგვლივ მყოფებსაც „გადაედება". შესანიშნავი დღეა ურთიერთობების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ ყველას მონუსხვა თქვენი მომხიბვლელობით.
თევზები: თქვენი წარმატების გარანტი სიფრთხილეა. დღეს არ გამოირჩევით სწრაფი რეაქციითა და მოხერხებულობით, რათა სიტუაციაში თავდაჯერებულად გაერკვეთ. არაა გამორიცხული, ვინმემ ამით ისარგებლოს და ინიციატივა ხელში ჩაიგდოს. იყავით ყურადღებით და მოერიდეთ საეჭვო სქემებს.