ყვითელი ამბები

„ბრედი განრისხებულია“ - ბავშვების გარდა რა ვერ გაიყო ყოფილმა წყვილმა

თუ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა, ახლა ომი მორიგ ვარსკვლავურ წყვილს შორის გამწვავდა.
Sputnik
საუბარია ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლიზე. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმო „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა ჯოლი ამას არ აპირებს.
ბრედ პიტი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი შვილებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს
დასავლური მედია წერს, რომ ბრედი განრისხებულია და დანებებას არ აპირებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირადი უთანხმოება შესაძლოა საერთაშორისო სკანდალამდეც კი მივიდეს.
ინსაიდერების ცნობით, ბრედი ყოფილ ცოლს „შხამიან გარიგებებში“ ადანაშაულებს, მისი აზრით, ჯოლი ამ ყველაფერს მისი წყობიდან გამოსაყვანად აკეთებს. აღსანიშნავია, რომ იური შიფლერი რუსული არყის კომპანია „სტოლიჩნაიას“ მფლობელია.
ჯოლი-პიტის წყვილმა „შატო მირაველი“ 2008 წელს 28,4 მილიონ დოლარად შეისყიდა, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ბრედის გადახდილი იყო.