თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სამშაბათს, 7 ივნისს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარადგენს, ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„აჭარის მთავრობის მეთაური მოსახლეობას და დეპუტატებს გააცნობს ანგარიშს იმ მიზნების, გეგმების და გაწეული სამუშაოს შესახებ, რაც ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში“, – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ.
ბიუროს სხდომა 11:00 სთ-ზე დაიწყება.
რეგლამენტის თანახმად, ანგარიში უკვე გაგზავნილია უმაღლეს საბჭოში.
2021-2022 წლების ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია რეალიზებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.