მსოფლიო დღეს

გერმანიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა: დაღუპულია ხუთი ადამიანი

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. პარასკევს ბავარიაში მატარებლის ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა 44 ადამიანი, ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.
პარასკევს ქალაქ გარმიშ-პარტენკირჰენთან ახლოს რეგიონული მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
„ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 44 დაშავდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.