საქართველომ ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებისთვის უცხოური კომპანიები დაიქირავა

კომპანიებმა უკვე მოამზადეს შუალედური და სტრატეგიული დღის წესრიგი და მათთან შემდგომი კონსულტაციები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ სატრანსტო ინსტრუმენტების დანერგვისა და ფინანსური ზონის განვითარებისთვის ორი კომპანია – Rothschild & Co და Kaiser Partners დაიქირავა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ ფინანსური ბაზრის ის სეგმენტები, რომლებსაც საქართველოში რეგიონული ჰაბის განვითარების პოტენციალი აქვთ.
ამ დროისათვის კომპანიებს უკვე მომზადებული აქვთ შუალედური და სტრატეგიული დღის წესრიგი. მათთან შემდგომი კონსულტაციები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ფინანსური ცენტრების განვითარების ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი საფინანსო ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
როტშილდების კომპანიამ საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის დოკუმენტი წარუდგინა>>
როტშილდების საბანკო ჯგუფის საბანკო ბიზნესი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საინვესტიციო-საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება, კერძო ინვესტიციები, აქტივების მართვა, კერძო საბანკო მომსახურება და ა.შ. გარდა ამისა, კომპანიას კერძო კაპიტალდაბანდებებისთვის საკუთარი საინვესტიციო ანგარიში გააჩნია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება
Kaiser Partner – კონსულტანტია კეთილდღეობის საკითხებში. კომპანია ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაში მუშაობს.