დასავლეთის მცირე და არც ისე თანამედროვე შეიარაღების პარტიები კიევს მიეწოდება არა უკრაინის შეიარაღებული ძალების საგრძნობლად გასაძლიერებლად და უპირატესობის მისაღწევად, არამედ საბრძოლო მოქმედებების მაქსიმალურად გასაჭიანურებლად, რუსეთის დასასუსტებლად, თუნდაც უკრაინული ჯარის სრული განადგურების ფასად.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 1 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემენ ზალპური ცეცხლის ამერიკულ სარაკეტო სისტემებს M270 MLRS (Multiple Launch Rocket System) GPS-დამიზნებით, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კმ-მდე მანძილზე შეუძლია. უოლესს მიაჩნია, რომ M270-ის ბატარეა „მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინული ძალების შესაძლებლობებს“.
მართალია, რეექსპორტისთვის აუცილებელია აშშ-ის ნებართვა (რომელსაც უდავოდ მიიღებს), რთული ტექნიკის ექსპლუატაციისთვის კი საჭირო იქნება დიდ ბრიტანეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტების მომზადება. ხოლო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მის ეფექტურად გამოსაყენებლად ბრიტანულ ჯარს არასაკმარისი ასეთი სისტემა აქვს – სულ 44 ერთეული.
მანამდე 80 კმ-მდე სიშორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების HIMARS-ის კიევისთვის გადაცემის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა კი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დიდი მადლობა გადაუხადა. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ოთხ გამშვებ დანადგარს მიიღებს, რომელიც ვერანაირად ვერ შეცვლის ძალთა თანაფარდობას 400 კმ-იან აღმოსავლეთის ფრონტზე.
M270 MLRS სისტემა სამიზნის ფართობით ჩამორჩება საბჭოთა „ურაგანსაც“ კი. რაც შეეხება „სმერჩს“, მისი სამოქმედო არეალი 120 კმ-ს აღწევს. რომ არაფერი ითქვას რუსულ „ტორნადო-С“-ზე, რომელსაც სამიზნემდე მიაქვს რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება და 67 ჰექტარზე მეტ ფართობს ფარავს.
პარალელურად გერმანია ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული სარაკეტო სისტემები დაიცვას რუსული IRIS-T-სგან, რომლის სამოქმედო მანძილი 40 კმ-ს აღწევს. თუმცა „ბუკის“ გერმანულ ანალოგს უკრაინა ახლავე (პროექტი გათვლილია სამ-ოთხ წელიწადზე) და იმ რაოდენობით არ მიიღებს, რომელსაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანაკარგის თუნდაც 30%-ის ანაზღაურება შეუძლია.
ლოგისტიკის გასაჭირი
აშშ-ში წარმოებული HIMARS-ისა და MLRS-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია 14 ქვეყანას გააჩნია და ამერიკის მხრიდან მიწოდება მიზნად ისახავდა მოკავშირეების წახალისებას, გაეგზავნათ თავიანთი რეაქტიული სისტემები კიევისთვის. მომავალში ამერიკელებმა მოკავშირეებს შეიძლება გადასცენ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები MGM-140 ATACMS (მოქმედების მანძილი – 300 კმ-მდე), რომლებიც ერგება M270-ს და M142 HIMARS-ს.
იქნებ ამიტომ იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, რომ „აღმოსავლეთის ფრონტზე“ სიტუაცია ივლისში მოგვარდება და მთავარი ბრძოლა გაიმართება ბახმუტისთვის, რომელიც წინააღმდეგობის ახალ ცენტრად იქცევა.
უკრაინაში ნატოს შეიარაღების შედინება რუსეთს აწუხებს და ყოველგვარ შეკავებას აქვს საზღვარი. ბესკიდის გვირაბს აქტიურად იყენებენ სლოვაკეთიდან იარაღის შემოსატანად. ამ ობიექტზე დარტყმები არც პირველია და არც უკანასკნელი.
სტოკჰოლმის მსოფლიოს პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ნილ მელვინმა განაცხადა, რომ კიევისთვის შეიარაღების შემდგომი მიწოდება მეტად სარისკოა, განსაკუთრებით, ვარშავისთვის – მოსკოვს შეუძლია დაარტყას ლოგისტიკურ ცენტრებსა და მომარაგების ხაზებს პოლონეთის ტერიტორიაზე.
რუსეთი უკრაინაში წარმატებით იყენებს „საცეცხლე ტალღის“ ტაქტიკას. ადრე თუ გვიან, დასავლეთს მოუწევს „უკრაინული პროექტის“ დახურვა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მოსკოვის მიერ შეთავაზებული მრავალპოლარული სამყაროს თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მიღება.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე