მსოფლიო დღეს

შეღავათები არ იქნება: ბერბოკი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. უკრაინის ცხვირწინ ევროკავშირის კარის მიჯახუნება შეუძლებელია, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რადიო WDR-სთან საუბრისას.
გერმანელმა მინისტრმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეღავათები არ იქნება“.
ბერბოკის აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ უნდა იყოს ბიუროკრატული, და მოუწოდა ყველას, „მკაფიოდ გაიაზრონ, რომ ეს ისტორიული მომენტია“.

„ახლა ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის ცხვირწინ კარის მიკეტვა. საკმარისი არ არის თქმა, „თქვენ ევროპის ნაწილი ხართ“, საჭიროა ითქვას: „თქვენ ხართ ევროკავშირის ნაწილი“, — განუცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიოსადგურ WDR-ს (თარგმანი - RIA Novosti).

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც რუსეთმა 24 თებერვალს „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო მის ტერიტორიაზე. კიევმა 9 მაისს გადასცა ევროკავშირს კითხვარის მეორე, ბოლო ნაწილი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ივსება.
წყარო: WDR