საქართველოდან გერმანიაში გამგზავრების მსურველთათვის კვლავ შეზღუდვები დაწესდა

Sputnik
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ კორონავირუსზე მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში შესვლას 1 ივნისიდან გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შეძლებდნენ.
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში შესვლას გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შეძლებენ>>
კერძოდ, გერმანიაში შესვლის მსურველებისთვის აღარ იქნებოდა სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის დოკუმენტის წარდგენა.