მსოფლიო დღეს

ბორელი: რუსეთის პატრიარქი „შავ სიაში“ უნდა შევიდეს

Sputnik
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ევროკავშირის „შავ სიაში“ უნდა შევიდეს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
ბორელმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დათანხმდება თუ არა ბრიუსელი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის „შავ სიაში“ შეყვანას.

„პატრიარქი, დიახ, ვფიქრობ, რომ ის იქ უნდა იყოს“, − თქვა დიპლომატმა.

ინფორმაცია, რომ ევროკავშირს რუსეთის პატრიარქისთვის სანქციების დაწესება სურს, AFP-ს წყაროებმა მაისის დასაწყისში გაავრცელეს. კირილის სანქცირებას უნგრეთი არ უჭერს მხარს. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება საეკლესიო მოღვაწეების წინააღმდეგ სანქციებს და არ დაუშვებს მათ.
მსოფლიო დღეს
ევროკავშირს ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტში პატრიარქ კირილის შეყვანაც სურს
მანამდე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა ეპიფანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვარ ბართლომე I-სა და ეკლესიების მეთაურებს მიმართა თხოვნით, ჩამოერთვას სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს ტახტი, ვინაიდან მას „განხეთქილება (სქიზმა) შეაქვს მართლმადიდებელთა შორის“.